Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

როგორ აღმოჩნდა გარეთ 9 წლის ბავშვის ორგანიზმში მოხვედრილი პულტის ელემენტი?-სასოწარკვეთილი დედის ისტორია

თარიღი : 30-04-2021, 13:02 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ლელა მირიანოვი, რომლის 9 წლის შვილს ექიმების დახმარება დასჭირდა, საკუთარი გამოცდილების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

“სასოწარკვეთილი კი არა, აღშფოთებული ვარ. ჩემს 9 წლის შვილს გადსაცდა პულტის ელემენტი, როგორ მოახერხა დღემდე ვერ ვხვდები. ვცხოვრობთ ქუთაისში, დავურეკე ეგრევე სასწრაფოს და გადაგვიყვანეს ბავშვთა საავადმყოფოში, წყალტუბოს გადასახვევთან. ექიმი ვერ მოიძებნა, რომ ბავშვისთვის ამოეღოთ ელემენტი. ერთი ექიმი ყოლიათ, ისიც შვებულებაში. გამოიძახეს კატასტროფის მანქანა და წაგვიყვანეს, თბილისში, იაშვილის კლინიკაში, აი აქ კი სასწაული იყო. ექიმი კი ყავდათ, ოღონ ღამის სამის ნახევარზე მისულებთან დილის 11 საათზე მოვიდა ექიმი და ნახა ბავშვი. კულმინაცია კი ის იყო, ჩაუტარდა პატარა ოპერაცია ანესთეეზით, ელემენტი ვერ ამოიღეს და მსხვილ ნაწლავში ჩასრიალდა, ანუ ელემენტი ისევ ბავშვის ორგანიზმშია, ოპარაციის მერე შემოდის საავადმყოფოს მენეჯერი და მიხსნის, თანხა 700 ლარი გაქვთ გადასახდელიო. თურმე საქმე რაში ყოფილა: თუ ელემენტს ამოიღებდა ექიმი, მაშინ თანხას არ ვიხდიდი და თუ ნაწლავებში გადავიდოდა, მაშინ გადასახდელი იყო. ისეთი აბსურდული საუბარი დაიწყეს, ვერაფერი ვერ გავიგე. ეს არის ჩვენი ჯანდაცვა-უყურადღებო ექიმები, საშინელი პალატები და უძვირესი მომსახურეობა!პ.ს. ელემენტი გარეთაა უკვე პიურეს წყალობით,”-წერს ლელა მირიანოვი.


ნანახია: 195-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თემქაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 არასრულწლოვანი გარდაიცვალა.
ექიმი თავს უდანაშაულოდ თვლის და შეწყალების უფლების გამოყენებას არ გეგმავს.

ამინდი