Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სამსახურის გარეშე დარჩენილი, მძიმე დაავადების მქონე შვილის მამა დახმარებას ითხოვს

თარიღი : 27-04-2021, 19:21 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
8 თვის ევას საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. მას სპინა ბიფიდას დიაგნოზი დაუდგინა და ყოველ თვეში ექიმთან კონსულტაციებსა და გარკვეული მედიკამენტების მიღებას საჭიროებს, რაც თანხებთან არის დაკავშირებული. მშობლებს კი ამ ეტაპზე არანაირი შემოსავალი არ გააჩნიათ.

"ბავშვი სპინა ბიფიდას დიაგნოზით დაიბადა. ხერხემალთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, ოპერაციაც გავუკეთეთ. იმის იმედსაც ვერ გვაძლევენ, რომ გაივლის. მასაჟებიც დაჭირდება აწი, მასაჟისტსაც ფული დასჭირდება თავისთავად. ბავშვი თბილისში დაგვყავს ექიმთან ყოველ თვეში, ეს კონსულტაციები თანხებთან არის დაკავშირებული. ამასთან, მედიკამენტები სჭირდება. რა ვქნა, აღარ ვიცი, ყველანაირი რესურსი ამოვწურე, ხან ვისესხე ფული, რაც კი ფეისბუქ ჯგუფი იყო, ყველას მივმართე დასახმარებლად და დამეხმარნენ. ხალხის მერიდება, რამდენჯერ უნდა შეაწუხო? მე თვითონ კოვიდპანდემიის გამო სამსახურის გარეშე დავრჩი, ამიტომ არანაირი შემოსავალი არ მაქვს. ნაქირავებში ვცხოვრობთ, პლიუს ამას, კომუნალურებიც გადასახდელია. ბავშვის საჭმლის ფულიც აღარ გვრჩება, ამ თვის ბოლოს ექიმთან კოსულტაციაზე გვყავს წასაყვანი და როგორ წავიყვანოთ, არ ვიცით,"-ამბობს ევას მამა, გიორგი ჩიხლაძე.

ევასთვის თითოეული ლარიც კი მნიშვნელოვანია. დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ანგარიშის ნომერზე: საქართველოს ბანკი - GE67BG0000000161440390, მიმღები გიო ჩიხლაძე.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 222-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რამდენიმე მძიმე ოპერაციის შემდეგ, ავადმყოფისთვის მედიკამენტების მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
გვანცა დაშნიანი უკვე ერთი წელია ებრძვის დაავადებას, რომლის სახელიც, სამწუხაროდ, დღემდე ვერ დაადგინეს.

ამინდი