Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რას ურჩევს ციხეში მყოფი გოგი წულაია ირაკლი კობახიძის მამას?

თარიღი : 23-04-2021, 20:44 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
პოლიტიკოსი გოგი წულაია ციხიდან წერილს აქვეყნებს, სადაც ირაკლი კობახიძის მამას, გია კობახიძეს მიმართავს და ურჩევს შვილი მის გარემოცვას განარიდოს.

"მინდა მივმართო ირაკლი კობახიძის მამას, გია კობახიძეს: ჩვენ არ გვიმეგობრია, მაგრამ როგორც თანამებრძოლს გამიხარდა, როცა მისი შვილი პირველად გამოჩნდა ქართულ პოლიტიკაში. ახლა ის "ქართული ოცნების" თავმჯდომარე და ქართულ პოლიტიკაში ერთ-ერთი გავლენიანი პირია. მინდა შეგახსენო, რომ ზვიადიც მისმა გარემოცვამ დაანგრია, ისევე როგორც შევარდნაძე, სააკაშვილი და ამ ყველაფრის ფონზე, როგორც ძველი კოლეგა და თანამებრძოლი, თავს ვაძლევ იმის უფლებას, რომ გირჩიო: თქვენ შვილსაც იგივე რომ არ მოუვიდეს, დროა განარიდო სიტუაციას, თორემ მალე მისივე გარემოცვა დაღუპავს. ვისაც რეალური პასუხისმგებლობა ეკისრება, ის თავად გაურბის და მოხალისეებს ეძებს, რომ აჰკიდოს ძალიან მძიმე ტვირთი, ხომ ხედავთ თავად ბიძინაც ოფიციალურად თუ არაოფიციალურად გაიწია გვერდით.

და ბოლოს, მინდა დავასრულო ჯორჯ ბერნარდ შოუს გენიალური სიტვებით - "ისტორიიდან მხოლოდ იმის სწავლა შეიძლება, რომ ხალხს ისტორიიდან არაფერი უსწავლია,"- აღნიშნულია წერილში.

ცნობისთვის, გოგი წულაიას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. გამოძიება მას მეგობარ ქალზე სექსუალური ხასიათის ძალადობას ედავება.


ნანახია: 339-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი