Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ფაქტზე ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს

თარიღი : 23-04-2021, 10:36 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
შსს-ს ინფორმაციით, ქუთაისში, სწრაფი ჩარიცვის აპარატის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე, 2003 წელს დაბადებული გ.ჩ. დააკავეს. მან "თიბისი ფეის" აპარატის გაქურდვა 2 თანამზრახველთან ერთად, აკაკი წერეთლის ქუჩაზე სცადა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა იგი შემთხვევის ადგილზე დააკავეს, ხოლო მისმა თანამზრახველებმა გაქცევა მოახერხეს. სამართალდამცველებმა გ.ჩ.-ის თანამზრახველების იდენტიფიცირება მალევე მოახდინეს და მათი დაკავების მიზნით, შესაბამისი საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები ტარდება"-აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-177 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის მცდელობას გულისხმობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ნანახია: 208-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამინდი