Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ოპოზიციური პარტიები გოგი წულაიას სოლიდარობას უცხადებენ

თარიღი : 23-04-2021, 09:05 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
ოპოზიციური პარტიები პოლიტიკოს გოგი წულაიას საქმესთან მიმართებაში, შერჩევითი სამართალის გამოყენებასა და პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე განცხადებას ავრცელებენ. საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"ერთ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილისა და ანზორ ჩუბინიძის ჩანაწერები მოისმინა. აღმაშფოთებელი იყო იმის გაგება, თუ რა ფორმით და როგორ ემუქრებოდნენ, ამცირებდნენ და ახდენდნენ ზეწოლას ივანიშვილის გარემოცვის წევრები ადამიანებზე, მათ შორის არასრულწლოვნებზე მხოლოდ იმისთვის, რომ ბერას მიმართ კრიტიკული ან უცენზურო შინაარსის პოსტი დაწერეს ფეისბუქზე. ეს ყველაფერი ივანიშვილის ვაჟის და საქართველოს სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების მონაწილეობით, მათი უშუალო მითითებით ხდებოდა.

ბერა ივანიშვილმა საჯაროდ დაადასტურა ის, რაც მოქალაქეებმა "ტვ პირველის" მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერებიდან გაიგეს. საჯაროდ ცნობილი გახდა ბრალდებები ბევრი სხვა ანალოგიური შემთხვევების შესახებ.

ამ ყველაფრით პროკურატურა არ დაინტერესებულა, მათ არავინ დაუკითხავთ და არაფრის გარკვევა არ უცდიათ, გარდა ერთისა - ისინი კანონდარღვევით ცდილობდნენ "ტვ პირველიდან" კონფიდენციალური მასალის ამოღებას და ჩანაწერის გავრცელების პირველწყაროს გაგებას. ეს მიუთითებს, რომ მთელი სახელისუფლებლო ვერტიკალი ივანიშვილის ოჯახის სადამსჯელო ჯგუფია.

სწორედ ამ ჩანაწერების გამოქვეყნებას მოჰყვა გოგი წულაიას დაპატიმრება, რომელმაც ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ, საჯაროდ სიმბოლური სახით გამოუცხადა სოლიდარობა მათ, ვინც ბერას კრიტიკის გამო დაისაჯა.

ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუდგებით ნებისმიერ ბრალდებას ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ. ამ განცხადებით არ ვაპირებთ ავტომატურად ეჭვქვეშ დავაყენოთ მომჩივანის მიერ გამოთქმული ბრალდებები, მაგრამ ის ფაქტი, რომ პროკურატურის მოთხოვნით და მორჩილი სასამართლოს დასტურით, გოგი წულაიას აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, როცა ანალოგიური ბრალდებების დროს პრაქტიკულად არასდროს აღმკვეთი ღონისძიების ეს ფორმა არ გამოიყენება, უდავოდ მიუთითებს შერჩევით სამართალსა და ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივზე.

ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად საშიშია "ქართული ოცნების" ხელისუფლება საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, რადგან ის ემსახურება ოლიგარქის ოჯახის პირად ინტერესებს და მზადაა შურისძიების იარაღად იქცეს სწორედ ამ ოჯახის წევრთა ხელში," - აღნიშნულია განცხადებაში.

გაცხადებას ხელს 22 ოპოზიციური პარტია აწერს:

"გირჩი-მეტი თავისუფლება", "ევროპული საქართველო", "მოძრაობა დროა", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "ლეიბორისტული პარტია", "გამარჯვებული საქართველო", "ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა", "ახალი ქრისტიან დემოკრატები სამართლიანობისთვის", "ლელო საქართველოსთვის", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა", "ევროპული დემოკრატები", "კანონი და სამართალი", "პროგრესი და თავისუფლება", "ქართული არჩევანი", "საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება", "ეროვნულ დემოკრატიული პარტია", "სახელმწიფო ხალხისათვის", "თავისუფალი საქართველო", "სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის", "ქრისტიან კონსერვატული პარტია", "ემსახურე საქართველოს პოლიტიკა".

ცნობისთვის, პოლიტიკოს გოგი წულაიას გამოძიება მეგობარ ქალზე სექსუალურ ძალადობას ედავება.


ნანახია: 196-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სახელმწიფო დაფინანსება პარტიებზე შემდეგნაირად ნაწილდება:
პარტიების დაფინანსების შესახებ განკარგულება ცესკოს თავმჯდომარემ დღეს გამოსცა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე სუბიექტების საარჩევნო ნომრები ცნობილია.
10 ოპოზიციური პარტიის გაერთიანების -'ძალა ერთობაშია' კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარ ხდება ცნობილი.

ამინდი