Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გოგი წულაია: გინება არ მაპატიეს

თარიღი : 20-04-2021, 22:25 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
გოგი წულაია ციხიდან პირველ სატელეფონო ინტერვიუში ამბობს, რომ ხელისუფლების პროვოკაციის მსხვერპლი და პირადად ივანიშვილების ოჯახის პატიმარია.

"მე ვარ პოლიტიკური პატიმარი, რამეთუ ამ დანაშაულისთვის, რასაც ისინი დანაშაულად მითვლიან, ადამიანებს ციხეში არ აგდებენ და სულ თავისუფლად შეიძლებოდა გაგრძელებულიყო გამოძიება. ამისთვის იქაც არ უნდა დავეკავებინე, სადაც დამაკავეს, სიცოცხლის საფრთხის ქვეშ ჩაგდებით დამაკავეს. ექიმი ეუბნება, რომ უნდა გადავიყვანოთ საავადმყოფოშიო, ესენი უაზრო დაკითხვას აგრძელებდნენ, რომელზეც პასუხს არ ვცემდი, რადგან არ მყავდა ადვოკატი,"-განაცხადა წულაიამ "მთავართან".

პოლიტიკოსი საუბრობს ასმათ დვალიშვილზეც და ამბობს, რომ ის მიუგზავნეს, რათა საქმე ამგვარად წარმართულიყო. სინამდვილეში კი სასჯელს იმ პერფორმანსისთვის იხდის, სადაც ბერა ივანიშვილს აგინა.

"ის, რომ მოგზავნილი იყო, ამაში ეჭვი არ მეპარება. წინა დღესაც შემთხვევით რომ არ შემხვდა და გამახსენა თავისი თავი, ამაშიც არ მეპარება ეჭვი. ტენდერები აქვს მოგებული და კიდევ ბევრი რამეა, რომელსაც არ მინდა და არ ვამბობ. მე ვთვლი, რომ ვარ პირადად ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პატიმარი, არ მაპატია გინება,"-აცხადებს წულაია.

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკოს ქალზე სექსუალურ ძალადობას ედავებიან. თავად გოგი წულაია თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ პოლიტპატიმარია. წულაია პროტესტის ნიშნად, დაკავების პირველივე დღიდან შიმშილობდა, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე ის სტაბილურადაა.

წულაიას საქმეზე, მომდევნო სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 10 მაისსაა ჩანიშნული.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 168-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი