Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რატომ არის მასაჟი მნიშვნელოვანი?-სპეციალისტი, რომელსაც არაერთი კმაყოფილი პაციენტი ჰყავს

თარიღი : 17-04-2021, 21:41 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"სულ მინდოდა მედიცინის სფეროში ვყოფილიყავი, ადამიანებს დავხმარებოდი,”-ამგვარად იწყებს საკუთარ თავზე საუბარს სილამაზის ცენტრ Allure/ალურის მასაჟისტი ლანა თოდუა.

სურვილი რეალობად აქცია. საყვარელი საქმე კლინიკა “სერაფიტში” შეისწავლა. დღეს უკვე გამოცდილი სპეციალისტია და არაერთი კმაყოფილი პაციენტი ჰყავს.

რატომ არის მასაჟი მნიშვნელოვანი? - საკითხზე სპეციალისტი Topnews.com.ge-სთან საუბრობს.
https://i.postimg.cc/Vk7vDd6L/A1-E638-F0-0862-48-B2-B694-75834301-C52-A.png
"მასაჟის ბევრი სახეობა არსებობს. მაგალითად სარელაქსაციო მასაჟი აქრობს სტრესს, ამშვიდებს ნერვულ სისტემებსს, აუმჯობესებს ცირკულაციას, ავსებს ენერგიით, ზრდის მოქნილობისა და მგრძნობელობის დონეს. ეხმარება ორგანიზმს დაიბრუნოს და შეინარჩუნოს შრომისუნარიანობა. ამასთან, აუმჯობესებს შინაგანი ორგანოების მუშაობას. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაიკეთოს ეს მასაჟი.

ვაკეთებთ სამკურნალო მასაჟსაც, რომელიც სხვადასხვა ტრავმისა და დაავადების მკურნალობის საუკეთესო საშუალებად ითვლება. ასევე სახის მასაჟს, რომელიც აღიარებულია, როგორც ყველაზე ეფექტური კოსმეტოლოგიური პროცედურა სახის კანის დაბერების პროცესის შესაჩერებლად. ამავე დროს, აღნიშნული მასაჟი ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას, სახეზეა "ლიფტინგ ეფექტი" და კანის ბზინვარება.

ვაკეთებთ საბავშვო მასაჟებსაც, რომელიც ძირითადად ორ სახეობად იყოფა: გამაჯანსაღებელი და სამკურნალო. ბევრი მოსულა, მოუყვანიათ ბავშვები, რომლებსაც ძილი აქვთ დარღვეული, მიუღიათ პროცედურა და მშობლები მადლობით წასულან უკან. რაც შეეხება გამაჯანსაღებელ მასაჟს, ის გამოიყენება პროფილაქტიკისთვის და ჩვილის ასაკის გათვალისწინებით ტარდება. მაგალითად, კეთდება ცოცვის დროს, თავის დაჭერის, დაჯდომის სწავლის დროს და ა.შ. სამკურნალო მასაჟი გამოიყენება საყრდენ-მამოძრავებელი, კუნთოვანი და ნერვიული სისტემის ფუნქციონირებისთვის.

პროცესი ძალიან სასიამოვნოა, პროცედურა 30 წუთზე მეტი არ გრძელდება. გააჩნია რის მასაჟს ვაკეთებთ, დროც ამის შესაბამისადაა. გვაქვს 10 წუთიანი, 15-იანი, 20 წუთიანი და ა.შ. მასაჟები,”-ამბობს ლანა თოდუა.

სასურველი მასაჟის ჩატარებისათვის მსურველებმა უნდა მიმართონ ქუთაისში, რუსთაველის 139 ნომერში მდებარე სილამაზის ცენტრ Allure/ალური-ს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 594-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ესთეტიკური ცენტრის გახსნას ის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ, რომლებიც საკუთარ სილამაზეზე ზრუნვას და კანის მოვლას ნანა მოძღვრიშვილს
უკრაინაში წარმატებული კარიერის მიუხედავად, სამშობლოში დაბრუნება და მიღებული ცოდნისა და გამოცდილების საქართველოში გამოყენება

ამინდი