Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რიონის ხეობის მცველები: შეგვიძლია გამოვაცხადოთ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ადგილებში ადამიანების გამოსვლა და მთელი ქვეყნის ბლოკირება

თარიღი : 14-04-2021, 20:54 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"არა ნამოხვანჰესს!" - აღნიშნული სლოგანით ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე აქცია გაიმართა.

აქციაზე იმყოფებოდნენ მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" ლიდერებიც, რომლებიც 4 თვეზე მეტია, ხეობაში უწყვეტ პროტესტს მართავენ. როგორც ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, ისინი აპირებენ ღამე ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გაათენონ.

"თუ იქნება თქვენი ნება-სურვილი, ვაჩვენოთ ხელისუფლებას ჩვენი ძალა და დავრჩეთ დღევანდელი ღამე აქ, გავათიოთ დღევანდელი ღამე აქ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მეგობრებო, უკვე ჩვენ შევძლებთ ხვალინდელ დღეს, რომ გამოვაცხადოთ მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ადგილებში ადამიანების გამოსვლა და მთელი ქვეყნის ბლოკირება. თუ არ იქნება შესმენილი ჩვენი ნება, ჩვენ არ უნდა გადაგვძლიოს იმან, რომ ახლა დავიძრათ ბარიკადებისკენ და გავაფუჭოთ ყველა ის მიღწევა, რაც სახეზე გვაქვს აქ, ამ მოედანზე. ჩვენ გვაქვს მთელი ბერკეტი, რითაც შეგვიძლია ვიმოქმედოთ მათზე. ჩვენ შეგვიძლია დავკეტოთ ავტობანი, ჩვენ შეგვიძლია დავკეტოთ ყველა ქალაქი, ყველაგან გამოვიდეთ,”-განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.


ნანახია: 170-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი