Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის მერიამ ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებით 500 000 ლარი მიიღო

თარიღი : 13-04-2021, 18:47 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ მაჟორიტარი დეპუტატის პაატა კვიჟინაძის, აქტიური ჩართულობით, მთავრობის განკარგულებით, რეგიონული განვითარების ფონდიდან დამატებით 500 000 ლარი მიიღო-ინფორმაციას ამის შესახებ ხარაგაულის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიღებული თანხიდან სოფელ მარელისში, ცისკაძეების საუბნო გზის რეაბილიტაციისთვის - 90, 000 ლარი დაიხარჯება. პროექტის ჯამური ღირებულება 268,000 ლარს შეადგენს.

სოფელ სარგვეშში, ცისკაძეების უბანში სასოფლო გზის რეაბილიტაციას 110, 000 ლარი მოხმარდება. ჯამში პროექტის ღირებულება 440, 189 ლარს შეადგენს.

სოფელ ბორითში საუბნო გზის რეაბილიტაციისთვის 100,000 ლარია განსაზღვრული.

სოფელ თეთრაწყაროში საუბნო გზებისთვის 140,000 ლარი, ხოლო სოფელ ბაზალეთში, ნანიტაშვილების II უბანში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 60,000 ლარი დაიხარჯება.


ნანახია: 142-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ჯამში სამუშაოებზე 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

ამინდი