Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘იტალიიდან შემოვიდა მოქალაქე, რომელმაც დააინფიცირა დანარჩენები. შემდეგ ქელეხი ჰქონდათ და ქელეხიდან გავრცელდა ეს კლასტერი,’-ტყიბულში ქელეხში მყოფი პირები დაინფიცირდნენ

თარიღი : 13-04-2021, 15:08 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ტყიბულის მუნიციპალიტეტში ახალი კლასტერი გაჩნდა. როგორც ტყიბულის მერმა თემურ ჩუბინიძემ იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სთან განაცხადა, ერთ-ერთ ოჯახს ქელეხი ჰქონდა, სადაც ადამიანები დაინფიცირდნენ.

"ოჯახის კლასტერია ეს. იტალიიდან შემოვიდა მოქალაქე, რომელმაც დააინფიცირა დანარჩენები. შემდგომ ამისა, ქელეხი ჰქონდათ და ქელეხიდან გავრცელდა ეს კლასტერი. სამეზობლო, სანათესავო, ყველა იქ იყო (ერთი ქუჩაა, ჯავახიშვილის ქუჩა) და მივიღეთ ეს შედეგი, ჩამოყალიბდა ერთი კლასტერი სამწუხაროდ.

მოქალაქეებს მეც მოვუწოდებ, პრემიერ-მინისტრიც, ყველა უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირი. პირადად დავდივართ სასადილოებში, რესტორნებში მე, ჩემი მოადგილეები, სამსახურის ხელმძღვანელები, ყველა საჯარო მოხელე. მოვუწოდებთ: დავიცვათ დისტანცია, რეგულაციები, ვატაროთ პირბადე და ა.შ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ რაც შეგვიძლია, პოლიციაც ჩართულია თავისთავად და ახლა, მოქალაქეებმა თუ არ შეიგნეს, თუ მათი მხარდაჭერა არ გვექნა ამ საკითხში, მხოლოდ სახელმწიფო უძლურია,"-განაცხადა თემურ ჩუბინიძემ.

მისივე განმარტებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ტყიბულის მუნიციპალიტეტში სულ 1400-მდე ინფიცირების შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან გარდაცვლილია 21 ადამიანი.

იმერეთში კი ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 97 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 287-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი