Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

„კამათი შობს ჭეშმარიტებას, მე ვარლამსა და მის სამეგობროს მოვუწოდებ, რომ ჩვენ შევხვდეთ, დავსხდეთ, გნებავთ კამერებით, გნებავთ კამერების გარეშე”

თარიღი : 13-04-2021, 13:48 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"ნამახვანჰესის" პროექტის აღმასრულებელი დირექტორი მერაბ ლომინაძე ვარლამ გოლეთიანს საჯარო დიალოგისთვის იწვევს. ლომინაძემ "TV პირველის" ეთერში დიალოგის სურვილი გამოთქვა, რაზეც ვარლამ გოლეთიანმა უპასუხა, რომ მას კითხვები არა - კომპანიასთან, არამედ პრემიერ-მინისტრთან აქვს.

„თუ ეს არის კითხვები, რომელიც ეხება გარემოს დაცვას, სეისმოლოგიას, სოციალურ პაკეტს, ამ შემთხვევაში მე პირდაპირ გეუბნებით, რომ ეს არის კითხვები ჩვენთან და არა სახელმწიფოსთან, მაგრამ თუ მათ დღის წესრიგში არის პოლიტიკური ელფერის შემოტანა ამ პროცესებში, მაშინ ჩვენ ვერაფერს ვიზამთ. ეს ხსნის იმ გარემოებას, თუ რატომ არ უნდა ვარლამსა და მის გარემოცვას დაგვისხნდნენ ჩვენ და გავიაროთ ყველა ტექნიკური დეტალი“, - განაცხადა მერაბ ლომინაძემ.

"ნამახვანჰესის" პროექტის დირექტორის თქმით, ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა კომუნიკაციასა და დიალოგს აქვს.

„კამათი შობს ჭეშმარიტებას, მე ვარლამსა და მის სამეგობროს მოვუწოდებ, რომ ჩვენ შევხვდეთ, დავსხდეთ, გნებავთ კამერებით, გნებავთ კამერების გარეშე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანმა უარი თქვას საკუთარი სიტყვისა და აზრის გამოხატვის უფლებაზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის პროტესტს წყვეტს, მაგრამ აუცილებელია, დიალოგის დაწყება, აუცილებელია, მხარეების მოსმენა. აქვე ვიტყვი, თუ ვარლამს არ აქვს ჩემთან კითხვები, მე მაქვს მასთან კითხვები და როგორც ერთ-ერთ რიგით მოქალაქეს დიდი სურვილი მაქვს, ამისათვის ყველა შესაძლებლობა გამოვიყენო“, - ამბობს მერაბ ლომინაძე.


ნანახია: 189-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი