Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ტყიბულში ქელეხში მყოფ ხალხს ვირუსი დაუდასტურდა

თარიღი : 13-04-2021, 11:22 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსის 97 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის თქმით, შემთხვევების ზრდა სხვადასხვა მუნიციპალიტეტში სოციალურ ღონისძიებებს უკავშირდება. გუბერნატორის თქმით, ბევრი ადამიანია ინფიცირებული ტყიბულის მუნიციპალიტეტში. გაზრდილი შემთხვევებიდან გამომდინარე, მუშაობა განაახლა კოვიდსასტუმრომ.

სახელმწიფო რწმუნებული მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

“დაგვიდასტურდა 97 ახალი კოვიდინფიცირებული შემთხვევა, რაც ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და საგანგაშოა ნამდვილად. სამწუხაროა ის, რომ გამოგვიჩნდა კლასტერები უკვე სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, რომელიც არის დაკავშირებული ისევ სოციალურ ღონისძიებასთან, ეგრეთწოდებულ ქელეხთან. ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს ტყიბულზე, სადაც ძალიან ბევრი ადამიანის ინფიცირება მოხდა და მე კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენ ვერ შევალთ და ვერ გავაკონტროლებთ ყველა ოჯახში სიტუაციას და მაქსიმალურად დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ საკითხს.

კლინიკების მობილიზაცია ამ წუთში არ ხდება, ჯერჯერობით რაოდენობა რაც არის კოვიდპაციენტებისთვის გამოყოფილი, სავსებით ყოფნის იმ რაოდენობას, რაც გვიფიქსირდება. თუმცა ჩვენ უკვე დავამატეთ კოვიდსასტუმრო, რომელიც გაუქმებული გვქონდა ბოლო თვეების განმავლობაში,”-ამბობს ზვიად შალამბერიძე.


ნანახია: 973-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი