Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თბილისიდან ქუთაისის მიმართულებით მატარებლით მგზავრობა 27 თებერვლიდან განახლდება

თარიღი : 25-02-2021, 18:42 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სამ თვიანი პაუზის შემდეგ საქართველოს რკინიგზა სამგზავრო გადაყვანებს ანახლებს. მატარებლები მაგისტრალურ მიმართულებებზე მოძრაობას 27 თებერვლიდან დაიწყებენ. კომპანია მოძრაობას შემდეგ რეისებზე აღადგენს:

თბილისი-ბათუმი-თბილისი;
თბილისი-ზუგდიდი-თბილისი;
თბილისი-ოზურგეთი-თბილისი; თბილისი-ფოთი-თბილისი და
თბილისი-ქუთაისი-თბილისი.

“ბილეთების გაყიდვა ონლაინ დღეიდან დაიწყება, ხოლო რკინიგზის სალაროები ხვალიდან, კერძოდ 26 თებერვლიდან გაიხსნება.

მატარებლების განახლებულ განრიგს საქართველოს რკინიგზა უახლოეს საათებში საკუთარ ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელში განათავსებს. რაც შეეხება კოვიდ 19-თან დაკავშირებულ რეკომენდაციებს:

გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს;

მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით;

ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული;

მნიშვნელოვანია მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად.

პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება. საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ყველა ზემოთაღნიშნული რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს,”-ნათქვამია განცხადებაში.


ნანახია: 242-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მძღოლების თქმით, მგზავრთა ნაკადი გაზრდილია, რის გამოც ორი დღით მგზავრებს გაძვირებული ტარიფით მოემსახურებიან.

ამინდი