Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჭიათურის ახალი გამგებელი მუშაობას შეუდგა

თარიღი : 31-10-2016, 17:36 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ჭიათურის ახლად არჩეული გამგებელი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა.

ზურაბ კუპატაძე დაიბადა 1969 წლის 11 მაისს ქალაქ ჭიათურაში. დაამთავრა ჭიათურის პირველი საშუალო სკოლა. 1986 წელს ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაქულტეტზე. 1994 წლიდან 2013 წლამდე მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებსა და საჯარო სკოლებში უმაღლესი მათემატიკის ლექტორად და მასწავლებლად.

"ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ 2013 წლიდან 2016 წლის ოქტომბრამდე ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა. 2016 წლის 8 ოქტომბრის შემდეგ ჭიათურის მუნიციპალიტეტის არჩეული გამგებელი გახდა. არის ღირსების ორდენის კავალერი(2001 წლის 18 დეკემბერი).

ჰყავს მეუღლე და სამი ქალიშვილი.

NS


ნანახია: 2305-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ჭიათურის ყოფილი გამგებელი, მუნიციპალიტეტის მერობაზე კენჭს დამოუკიდებლად იყრის.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის სამუშაო კაბინეტში ზურაბ კუპატაძის მოწვევით საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა ჩატარდა.
გამარჯვებულებს 3000 ლარიანი პრიზი - კომპიუტერული ტექნიკა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათი გადაეცემათ.
განხილვას ჭიათურის გამგებელი ზურაბ კუპატაძე ესწრებოდა.

ამინდი