Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჭიათურის სოფელში იუსტიციის მინისტრმა საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

თარიღი : 3-10-2016, 22:02 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
დღეს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ უსახელოში საქართველოში რიგით 39–ე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა. ცერემონიას იმერეთის გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი ესწრებოდა.

საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურებით სოფელ უსახელოს მოსახლეობის გარდა: მერევის, გუნდაეთის, მეჩხეთურის, ყირაულსას, ქბილარის, ნიგოზეთის, წყალშავის, ზედა და ქვედა ბერეთისას, კაცხის, ვაკევისას, ტყემლოვანის მაცხოვრებლები ისარგებლებენ.

საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, რომელიც მნიშვნელოვნად ზოგავს ადგილობრივთა დროსა და ფინანსებს. სოფლის მოსახლეობას ის სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტ სერვისს სთავაზობს. იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრების მთავარი მახასიათებელი ადგილობრივთა საჭიროებებზე ორიენტაციაა. საზოგადოებრივი ცენტრები მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისებს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიებთან წვდომასა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობენ. საქართველოს მასშტაბით მოქმედ საზოგადოებრივ ცენტრებში 200-მდე ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული და ამ დრომდე ამავე სამსახურების მეშვეობით 250 000-მდე სერვისი გაიცა.

უსახელოს საზოგადოებრივი ცენტრის გახსნით ამ სოფელში არა მხოლოდ საჯარო სერვისები, არამედ „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურებაც გახდება ხელმისაწვდომი, რაც პენსიონერებს − პენსიის სოფლიდან გაუსვლელად მიღების, ახალგაზრდებს კი უკაბელო ინტერნეტით უფასოდ სარგებლობის საშუალებას მისცემს.


ნანახია: 1663-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურებით ზეინდრის მოსახლეობასთან ერთად სოფლების − ამაღლების, ინაშაურის, გორასა და ზედა გორას,
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება, სოფლიდან გაუსვლელად
რიგით ოცდამეცხრე, ახლად აშენებული საზოგადოებრივი ცენტრი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ცნობილი მთამსვლელების

ამინდი