Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

შალვა კიკნაველიძე ზესტაფონში საცურაო აუზის გახსნას დაესწრო

თარიღი : 3-10-2016, 21:25 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები   
topnews.com.ge
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა კიკნაველიძე ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად საცურაო აუზის გახსნას დაესწრო. ახალი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის „ბლექსის“ ფილიალი ზესტაფონში ხვალიდან დაიწყებს ფუნქციონირებას და 1500-მდე პირის მომსახურებას შეძლებს.

„ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიაზაცია არის ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მათავარი პრიორიტეტი. დღეიდან ზესტაფონს ახალი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი შეემატა, რაც ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს. ეს არის შესაძლებლობა, თითოეული მოქალაქე დაკავდეს სპორტული აქტივობით. ვულოცავ ზესტაფონელებს და მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება ვიყო ამ პროცესის მონაწილე“, - განაცხადა შალვა კიკნაველიძემ.

ამ ეტაპზე ცენტრის შემადგელობაში 3 საცურაო აუზია. უახლოეს მომავალში კომპლექსს ფიტნეს კლუბი შეემატება.

NS


ნანახია: 1594-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა კიკნაველიძემ სამუშაო ადგილების შექმნაზე და ხელისუფლების მიერ ამ კუთხით განხორციელებულ
ღონისძიებას 'ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს' მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა კიკნაველიძე დაესწრო.
"დარწმუნებული ვარ, "ქართული ოცნება" როგორც ზესტაფონში, ასევე მთელს საქართველოში დამაჯერებლად გაიმარჯვებს"
შალვა კიკნაველიძემ ჯანდაცვის სფეროს პრიორიტეტულობაზე გაამახვილა ყურადღება და მის მნიშვნელოვაზე ისაუბრა.

ამინდი