Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ზესტაფონელი ქალბატონები'-ზესტაფონში აქტიურმა ქალბატონებმა ორგანიზაცია შექმნეს

თარიღი : 27-09-2016, 14:35 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ზესტაფონის მკვიდრმა აქტიურმა ქალბატონებმა ორგანიზაცია „ზესტაფონელი ქალბატონები“ დააფუძნეს. ღონისძიებას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა კიკნაველიძე დაესწრო.

ორგანიზაცია „ზესტაფონელი ქალბატონები“-ს თავმჯდომარემ შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა იმ საკითხებზე, რომელზეც აღნიშნული ორგანიზაცია დღეიდან იმუშავებს. შეხვედრაზე შეკრებილ ქალბატონებს სიტყვით მიმართა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შალვა კიკნაველიძემ, სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა და თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

„მივესალმები ჩვენს ქალაქში ქალთა საზოგადოების კიდევ უფრო გააქტიურებას. თითოეული ზესტაფონელის ჩართვა ქალაქის აღმშენებლობის პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სასიცოცხლოდ აუცილებელია. მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ ციალას მოწვევისთვის და იმ ინიციატივისთვის, რომელიც ზესტაფონის განვითარებას შეუწყობს ხელს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა და ერთად შევძლებთ ზესტაფონის და ზესტაფონელებისთვის არაერთი სასიკეთო საქმის გაკეთებას“ - განაცხადა ზესტაფონის მაჟორიტარმა კანდიდატმა შალვა კიკნაველიძემ.

ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ციალა ნებიერიძემ შეხევდრაზე ქალთა პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრა.

„ჩვენი ორგანიზაცია „ზესტაფონელი ქალბატონები“ აქტიურად ჩაერთვება იმ საკითხების მოგვარებაში, რომელიც აწუხებს ქალბატონებს ზესტაფონში. მათ შორის ჩვენი მიმართულება იქნება ქალთა უმუშევრობის საკითხები და მისი მოგვარებისთვის განვახორციელებთ არაერთ პროექტს. მინდა აქტიურობისკენ მოვუწოდო თითოეულ ზესტაფონელ ქალბატონს, რათა შევქმნათ უკეთესი მომავალი“ - მიმართა ციალა ნებიერიძემ შეხვედრაზე მოწვეულ საზოგადოებას.

NS


ნანახია: 1832-ჯერ

მსგავსი სიახლეები
"დარწმუნებული ვარ, "ქართული ოცნება" როგორც ზესტაფონში, ასევე მთელს საქართველოში დამაჯერებლად გაიმარჯვებს"
ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა კიკნაველიძემ აფხაზეთის ომში დაღუპული ზესტაფონელი გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.
კიკნაველიძე მოსახლეობას მხარდაჭერისკენ და არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
შალვა კიკნაველიძემ ჯანდაცვის სფეროს პრიორიტეტულობაზე გაამახვილა ყურადღება და მის მნიშვნელოვაზე ისაუბრა.
ზესტაფონის მკვიდრი 15 წლის ტარიელ სამხარაძე ტრადიციულ კარატეში ევროპის ჩემპიონი გახდა.
აღნიშნული განცხადება პოლიტიკური გაერთიანება 'ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს' თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი

ამინდი