Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'სამწუხაროდ, სკოლა ჯერ კიდევ ასოცირდება ჯოჯოხეთთან'

თარიღი : 15-09-2016, 17:56 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, სხვადასხვა   
topnews.com.ge
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ თავისუფალ სივრცეს რუბრიკით ,,ბლოგი“, სადაც ყველა მსურველს შეეძლება ფართო საზოგადოებას ,,გაანდოს განცდები და ემოციები“ მისივე შემოქმედებით ან უბრალოდ, გამოთქვას თავისი აზრი სხვადასხვა საკითხზე. რუბრიკა ,,ბლოგი“-ს სტუმარია ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის ერთ-ერთი კანდიდატი "თავისუფალი დემოკრატებიდან" ლელა სებუა.

"ჩვენ ყველა ვსაუბრობთ და ვთანხმებით სკოლების არაეფექტურ მუშობაზე, არამარტო ქუთაისში, მთლიანად ქვეყანაში.

დღეს, ჩემი შვილები სკოლაში წავიდნენ, ვულოცავ ყველა მოსწავლეს, სტუდენტს, პედაგოგს, სასწავლო დაწესებულების ადმინისტრაციებს 2016/2017 სასწავლო წლის განახლებას.
ვუსურვებ, წარმატებას და ეფექტურ მუშაობას, რომლის ერთადერთი შეფასება, წლის ბოლოს, მოსწავლეთა/ სტუდენტთა წარმატებული შედეგები იქნება. მოსწავლეებს სჭირდებათ ანალიზის, მსჯელობის, ინდივიდუალური ხედვების გაძლიერებაზე მუშაობა და არა გაზეპირება და რუტინული დავალებების კასკადი, ყოველდღიურად, რომლთა შესრულებამ ვერ უზრუნველყო პასუხისმეგებლობა თაობების განათლებაზე.

სამწუხაროდ, ჯერ კიდევ სკოლა ასოცირდება “ჯოჯოხეთთან”. ეს დამოკიდებულება, კი, სათავეშივე კლავს მოტვაციასა და განწყობას განათლებისადმი.

მიუხედავად იმისა, რომ 2015 წელს სახელმწიფოს ერთერთ პრიორიტეტს წარმოადგენდა განათლება და მეცნიერება- სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო დაწყებული ცვლილებების წარმატებით დასრულება და სისტემის მუდმივი განვითარება, პოსტსაბჭოური სისტემის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად გარდაქმნა, ახალი კვალიფიციური კადრების მოზიდვა და მასწავლებელთა კორპუსის განახლება, მოქმედი მასწავლებლების უწყვეტი პროფესიული განვითარება. ერთიანი, თანმიმდევრული სტრატეგიის არ არსებობის გამო, არადამაკმაყოფილებელია სახელმძღვანელოების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სხვა სასწავლო რესურსების ხარისხი და გამოყენება, ნაკლებად მრავალფეროვანია სასწავლო რესურსების წილი სწავლა-სწავლების პროცესში.

კერძო რეპეტიტორთან მოსწავლეთა საკმაოდ მაღალი პროცენტი ემზადება, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ სკოლა დანიშნულების მიხედვით ვერ საქმიანობს. სკოლები არ არიან ანგარიშვალდებულნი მათი მოსწავლეების სწავლის შედეგებზე.

მაშინ, როცა, განათლების ყველა საფეხურზე განსაკუთრებით პრიორიტეტული საკითხი უნდა იყოს განათლების თანაბარი ხარისხი, შესაძლებლობა და ხელმისაწვდომობა. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს განათლებაში სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების მეტი ფინანსური მხარდაჭერა. ზოგად განათლებაში პრიორიტეტული უნდა გახდეს განათლების მაღალი ხარისხის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ყველა ბავშვისთვის განურჩევლად ასაკის, რელიგიური აღმსარებლობის, საცხოვრებელი ადგილის, ეთნიკური წარმომავლობისა და სოციალური მდგომარეობისა.

სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სკოლების მეტი ტერიტორიული ხელმისაწვდომობა საქართველოს ყველა რეგიონისათვის, ინკლუზიური განათლების განვითარება და სრულყოფა, სახელმწიფო ენის სწავლება ეთნიკური უმცირესობებისათვის".


ნანახია: 2058-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სწავლის შეწყვეტის სხვა მიზეზებად განათლების სამინისტრო საზღვარგარეთ მოსწავლეების ოჯახთან ერთად გამგზავრებას, მუშაობის დაწყებას,
საინფორმაციო სააგენტო Topnews com.ge გთავაზობთ თავისუფალ სივრცეს რუბრიკით ბლოგი, რუბრიკის სტუმარი ახალი პოლიტიკური ცენტრი –
სწავლის პროცესი მინისტრის ბრძანებით, დასახელებულ სკოლებში 3 დღითაა შეწყვეტილი.

ამინდი