Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერიაში მაღალჩინოსნებზე 109557,18 ლარის დანამატი გაიცა

თარიღი : 2-09-2016, 13:45 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიის მაღალჩინოსნებმა მიმდინარე წელს 443450 ლარის პრემია და 109557,18 ლარის ოდენობის დანამატი აიღეს. აღნიშნულ განცხადებას "ახალი საქართველოს" წარმომადგენელი ზაალ ხონელიძე აკეთებს.  

როგორც ხონელიძე განმარტავს, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ზვიად ჯავახიას მიერ მიწოდებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ  შოთა მურღულიამ მერობის პერიოდში პრემიების აღების მანკიერი პრაქტიკა აღმოფხვრა.

"პრაქტიკის აღმოფხვრა საკუთარ მეგობრებსა და სამსახურის უფროსებზე პრემიებისა და დანამატებით გაცემით გამოიხატა. მაღალი თანამდებობის მქონე პირები ყოველთვიურად ხელფასის 30-40%- იან დანამატს იღებენ,"-ამბობს ხონელიძე.

"ახალი საქართველოს" წარმომადგენელი მოითხოვს, რომ  პრემირების გაცემის მოქმედი სისტემა გაუქმდეს და თანხები იმის მიხედვით გაიცეს თუ რა სამუშაოც შეასრულეს თანამდებობის პირებმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ზვიად ჯავახია აცხადებს, რომ ხონელიძეს პრემიების მიმღები კადრების სია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონის შესაბამისად გადაეცა".

,,რა თქმა უნდა, თანამშრომელთა გარკვეული კატეგორია იღებს დანამატებს და ისინი ზეგანაკვეთურ სამუშაოს ასრულებენ. მეტიც 2016 წლის ბიუჯეტის ადმინისტაციული ხარჯი  მილიონ ორასი ათასი ლარითაა შემცირებული,"-ამბობს ჯავახია.

რაც შეეხება პრემიების გაცემის მანკიერ პრაქტიკას ჯავახია განმარტავს, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში პრემიები დაუმსახურებლად გაიცემოდა, ახლა კი შესრულებული სამუშაოს მიხედვით ნაწილდება.

 


ნათია სვანიძე


ნანახია: 1650-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღნიშნულთან დაკავშირებით კვლევას 'საერთასორისო გამჭვირვალობა-საქართველო' აქვეყნებს.
2016 წელს ქუთაისის მერიაში პრემიის სახით 450 455, ხოლო დანამატის სახით 195 541 ლარი გაიცა. ფინანსური წახალისების მეთოდი
კარგად შესრულებული სამუშაოსთვის საჯარო მოხელემ შესაძლოა მხოლოდ არამატერიალური წახალისება მიიღოს მადლობის სახით.
ქუთაისის მერიაში საახალწლოდ თანამშრომლებისათვის პრემიების გაცემის საკითხი გადაწყვეტილი არ არის.
topnews.com.ge მკითხველს თვალსაჩინოებისთვის აჩვენებს მერიასა და ასევე იმ ააიპებს, სადაც მიმდინარე წელს პრემიები და დანამატები
როგორც ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge-სთან საუბარში მერიის თანამშრომლები აცხადებენ, მიმდინარე წელს საყოველთაო პრემია არ

ამინდი