Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

როგორ უნდა მოვიქცეთ თუ სესხს დროულად ვერ ფარავთ?

თარიღი : 1-09-2016, 12:24 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა   
topnews.com.ge
ფულის სესხება ზოგადად ძალიან პოპულარული გახდა. ყველა უკეთესი ცხოვრებისაკენ მიისწრაფის და ცდილობს დაეწიოს მსოფლიოს წინსვლებს, მაგრამ როდესაც ჩვენი ცხოვრების სტილი ჩვენივე ბიუჯეტს აღემატება პრობლემებიც მაშინ ჩნდება. გაუთვალისწინებლად, სხვადასხვა სესხებითა და განვადებებით შეიძლება იმდენი ვალი დავიდოთ, რომ გადახდას ფიზიკურად ვეღარ გავუმკლავდეთ. ფულის სესხება გარკვეულ სიტუაციებში უდაოდ გამართლებული და სწორია, მაგრამ ეს ყოველთვის ჭკუით და პასუხისმგებლობით უნდა გავაკეთოთ, რათა ფინანსურ სტრესში არ გავეხვეთ. დღესდღეობით ეს პრობლემა ძალიან ბევრ ადამიანს აერთიანებს და მას ყველა თავისებურად უმკლავდება. არსებობს გარკვეული ნაბიჯები, რაც ბევრ თავისკივილს აგვარიდებს თუ მათდროულად გადადგავთ.

რა უნდა გაითვალისწინოთ თუ ვერ ახერხებთ თქვენი სესხების დაფარვას?

1. ნუ დაემალებით თქვენს კრედიტორებს - თუ თქვენ ატყობთ, რომ სესხის დაფარვას დროულად ვერ ახერხებთ, აუცილებლად წინასწარ დაუკავშირდით თქვენს კრედიტორს და აუხსენით სიტუაცია. ძალიან ხშირად ისინი გარკვეულ დათმობაზე წამოვლენ და ორივესთვის მოსახერხებელ პირობებს შემოგთავაზებენ.

2. შეადგინეთ ბიუჯეტის გეგმა - გაწერეთ თქვენი ყოველდღიური ხარჯები და დაფიქრდით რაზე შეიძლება ეკონომიის გაკეთება. ასე თქვენ მარტივად დაინახავთ სად მიდის რეალურად თქვენი ფული და რაში ხარჯავთ ყველაზე მეტ თანხას. თავი აარიდეთ არა აუცილებელ ხარჯებს.

3. გაზარდეთ თქვენი სესხის ვადა - თუ თქვენ მოკლევადიანი სესხი გაქვთ, მაშინ დაუკავშრდით კრედიტორს და ვადის გაზრდა თხოვეთ. გაცილებით უფრო მარტივია ყოველთვიურად პატარ-პატარა თანხების გადახდა. ასე თქვენ მეტი დრო დაგჭირდებათ სესხის დასაფარად, მაგრამ სამაგიეროდ არ დაგერიცხებათ უამრავი პროცენტი.

4. გააერთიანეთ თქვენი სესხები - იმ შემთხვევაში თუ თქვენ ბევრი სხვდასხვა სესხი გაქვთ, როგორც მცირე ასევე გრძელვადიანები, სასურველია გააერთიანოთ თქვენი სესხები. ასე უფრო ნათლად დაინახავთ თქვენს რეალურ მდგომარეობას.

5. მიმართეთ დახმარებას - დაუკავშირდით გამოცდილ ფინანსურ სპეციალისტს, ვინც თქვენი ფინანსური მდგომარეობის შეფასებაში და გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. ეს ძირითადად ფასიანი სერვისია, მაგრამ ასევე არსებობს სხადასხვა პროგრამები, რომლებიც მოსახლეობას მსგავს უფასო კონსულტაციებს სთავაზობს.

სესხების აღება უფრო და უფრო მარტივი ხდება. შესაბამისად უფრო და უფრო მარტივი ხდება გაუცნობიერებლად იმაზე მეტი ვალის აღება, ვიდრე რეალურად შეგიძლიათ გაისტუმროთ. ასეთ შემთხვევებში ჩვენ ხშირად გვეუფლება უიმედობა, მაგრამ არსებობს გარკვეული რჩევები, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ თუ დროულად ვერ ვფარავთ სესხს.
ყველაზე მთავრია არ დაკარგოთ იმედი. ფინანსური სტრესი ნამდვილად ძალზედ დამთრგუნველი და დამღლელია, მაგრამ სწორი მიდგომით და მონდომებით თქვენ აუცილებლად იპოვით გამოსავალს.


ნანახია: 2105-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმ შემთხვევაში თუ თქვენ გადაწყვეტილი გაქვთ სესხის აღება,sesxebi.ge დაგეხმარებათ გონივრული არჩევნის გაკეთებაში და მარტივად და
სწრაფი სესხები დღესდღეობით ერთ-ერთი ან ერთადერთი მარტივი საშუალებაა თანხის სწრაფად მისაღებად. სესხის მიღება ძალიან მარტივია.
სწრაფი სესხები საქართველოში.
კომპანია გასცემს სესხს იმ შემთხვევაშიც კი თუ მომხმარებილისთვის საჭირო თანხა ორჯერ აღემატება ბაზარზე არსებული მიკროსაფინანსო
ცალსახად კომპანიების დადანაშაულება იმაში, რომ ისინი არ ქმნიან სამუშაო ადგილებს, არასწორია, მითუმეტეს შრომის ბაზარზე ყოველთვისაა
თუ თქვენ ახალბედა დედა ხართ და თუ თქვენი პატარის მოვლამ კანის სიმშრალე გამოიწვია, ჩვენ ვიცით თუ როგორ უნდა დაეხმაროთ თქვენს კანს:

ამინდი