Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ტყიბულში მეშახტის პროფესიული დღე აღნიშნეს

თარიღი : 28-08-2016, 13:42 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ტყიბულის მუნიციპალიტეტში მეშახტის პროფესიული დღე აღინიშნა. ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე, პაატა ნადირაძე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, რობიზონ გვენეტაძე და ,,საქნახშირი ჯი აი ჯი ჯგუფ“–ის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

,,ყველა მეშახტეს გილოცავთ პროფესიულ დღეს და მადლობას გიხდით ასეთი რთული საქმის ერთგულებისთვის და სიყვარულისთვის. გისურვებთ დიდხანს გქონდეთ პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად საჭირო ენერგია და მოტივაცია. ყველა თქვენგანის მიერ გაწეული შრომა ფასდაუდებელია. ასეთი რისკიანი პროფესიის წარმომადგენლებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ და შევეცადოთ, რომ ხელი შევუწყუთ მძიმე სამუშაოს შესრულებაში,"–განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ.

მეშახტის პროფესიული დღე პირველად 1948 წელს აღინიშნა.


ნანახია: 1655-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მეშახტეთა პროფესიული დღე ტყიბულში 1948 წლიდან აღინიშნება.
შეხვედრას იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი
მრავალფეროვანი ღონისძიებების შემდეგ ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრში დასკვნითი კონცერტი გაიმართა.
ქუთაისში, 'გვირილობის' დღესასწაული სახალხო ზეიმით აღინიშნა.

ამინდი