Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"გამგეობას დახმარება ვთხოვე, იქნებ საფლავის ქვა მაინც გავაკეთო-თქო, მაგრამ უარი მითხრეს"

თარიღი : 19-08-2016, 13:25 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაფნარში გარდაცვლილი 22 წლის დემურ სტურუას დედა, ნონა ჯოჯუა დახმარებას ითხოვს.

გარდაცვლილის დედის თქმით, ოჯახმა სამტრედიის გამგეობას ერთჯერადი ფინანსური დახმარება სთხოვა, თუმცა გამგებელმა ვალერი ფოცხვერიამ მათ უარი განუცხადა.

"12 დღე გავიდა ჩემი შვილის გარდაცვალებიდან. ერთი თეთრი არ მაქვს, რომ ჩემი 22 წლის შვილის საფლავზე ქვა დავდგა. გამგეობას დახმარება ვთხოვე, იქნებ საფლავის ქვა მაინც გავაკეთო-თქო, მაგრამ უარი მითხრეს, ჩვენ ხალხს მხოლოდ მედიკამენტებზე ვეხმარებითო,"- აცხადებს გარდაცვლილის დედა ნონა ჯოჯუა.

სამტრედიის გამგებლის ვალერი ფოცხვერიას თქმით, მსგავსი ტიპის ოჯახებს ისინი ვერ დაეხმარებიან, რადგან ბიუჯეტში ასეტი დახმარებები ჩასმული არ აქვთ.

"საფლავის ქვების დაფინანსება ბიუჯეტში ჩასმული არ გვაქვს. უპატრონო მიცვალებულზე კი ბატონო, 250 ლარი გვაქვს გამოყოფილი. ამ შემთხვევაში კი ერთი თეთრსაც, რომ ითხოვდნენ ვერ დავეხმარებით, რადგან კანონდარღვევა გამომივა,"- აცხადებს გამგებელი.

შეგახსენებთ, რომ სოფელ დაფნარში მცხოვრებმა დემურ სტურუამ 7 აგვისტოს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სტურუა თვითმკველლობამდე მიყვანაში კი სამტრედიის რაიონული პოლიციის თანამშრომელს ადანაშაულებს. აღნიშნულზე გარდაცვლილის მიერ დატოვებულ წერილშია საუბარი.


ნანახია: 2866-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სამტრედიის სოფელ დაფნარში გარდაცვლილი 22 წლის ახალგაზრდის, დემურ სტურუას დედა ნონა ჯოჯუა ახლობლების მხრიდან დაშინებაზე საუბრობს.
22 წლის დემურ სტურუას დედის თქმით, ექსპერტიზის პასუხები 23 აგვისტოს უნდა ყოფილიყო ცნობილი, თუმცა ოჯახისთვის გაუგებარი მიზეზით,
ნონა ჯოჯუას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისმა რძალმა შვილის საფლავზე მისვლა აუკრძალა.
ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის შენობაში ამ წუთებში, სამტრედიის სოფელ დაფნარში გარდაცვლილი დემურ სტურუას
22 წლის დემურ სტურუას გარდაცვალების საქმეზე ექსეპრტიზის პასუხი ცნობილია.

ამინდი