Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ჩემი მეზობლის მამალი ქალი, რომელიც ყველა მთავრობასთან დაახლოებას ცდილობდა, დაიკიდეს'

topnews.com.ge

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ხორცპროდუქტების კომპანია "ექსტრა მითი"-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ ჟურნალისტ დათო ლიკლიკაძის საკვირაო რუბრიკას "ჩემი აზრით". აღნიშნულ რუბრიკაში ჟურნალისტი კვირის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს იუმორისტული კუთხით შეაფასებს.

,,დღეს დილით ჩემი მეზობლის (მამალი) ქალი დაიკიდეს!

„ვაიიი, ჭკვიანად იყოს ბიძინა თორე ისე გავაგდებ, როგორც შევარდნაძე გავაგდე და მერე მიშა,“- იქადნებოდა დღეს დილით ჩემი მეზობლის ქალი. ეს არის ქალი, რომელიც მუდამ მამადლის (რაც თავი მახსოვს) ყველა მთავრობას. ამბობს, რომ ბიძინა მან მოიყვანა, მანამდე მიშა, უფრო ადრე შევარდნაძე და ზვიადი და კიდევ სულ სულ ადრე სოლიკო ხაბეიშვილი და გივი გუმბარიძე. ცხადია, ეს ქალბატონი მთლად დალაგებული ვერ არის, მაგრამ რა ეშველება ამ ადამიანთა უმეტესობას, რომელთაც ერთი კრებითი სახელი აქვთ- „მამალი ქალი“!

ბევრნაირი ტიპი შემხვედრია ქალბატონისა, ერთ-ერთია ეს! (სახელს, რა თქმა უნდა, არ ვამბობ), მუდამ პოლიტიკაში რომ ტრიალებს, თუმცა არაფერი არ ეკითხება. უბრალოდ, სულ „ექშენშია“ და თვლის, რომ მუდამ მთავარი პოლიტიკური პარტიის წინ უნდა იდგეს, ან გვერდით! უკან არავითარ შემთხვევაში, ის უნდა დაიხარჯოს, მან ბოლი უნდა გამოუშვას!

ასევე, ის გამოირჩეოდა სიყვარულით სამშობლოსადმი 1989 წელსა და პოლიტიკანობით 1990 წელს. უფრო ადრე (1987 წელს) მონაწილეობას იღებდა პირველმაისობაში, შემდეგ იყო ზვიადისტი, დაუჩოქა შევარდნაძეს, ,,ოღონდ შენ არ მიატოვო საქართველოო". შემდეგ იცეკვა 23 ნოემბრის აქციაზე და ბოლოს შემოხაზა 41 ნომერი.

მოკლედ, მინდა არ მინდა სულ ამ ქალის „ჭკუაზე“ უნდა იტრიალოს უბანმა, როცა უნდა ისე ლაპარაკობს. შედარებით შეუმდგარი ქალები აღტაცებული შურით შესძახებენ ხოლმე- „მიდი ,მიდი, არ დაზოგო!“.... ამ საწყალსაც სჯერა, რომ მართლა თვითონ ჯერ მოიყვანა ზვიადი, ედვარდი, მიშა, ბიძინა და ასევე, თვითონ გაისტუმრა ისინი პოლიტიკური საიქიოს მოუსვლელეთში.

აი, დღეს არ ვიცი რატო გაემიჯნა მთავრობას. არასდროს ვიცი, როცა იცვლის პოლიტიკურ პოზიციასა და პლატფორმას.

მან ბევრი იწვალა მთავრობებთან დაახლოებისათვის, მაგრამ ბოლოს ყველამ დაიკიდა. საბოლოდ, იგიც დავიწყებისთვის არის განწირული და მოკვდება. მოკვდება ისე, რომ არავის გაახსენდება, არც ერთ მთავრობას...

დღეს დილით ჩემი მეზობლის აქტიური ქალი დაიკიდეს!"

ცნობისთვის, კომპანია "ექსტრა მითი" კვების პროდუქტების მწარმოებელი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი, ევროპული ხარისხის საწარმოა. "ექსტრა მითში" წარმოება 3 ძირითადი მიმართულებით მიმდინარეობს: ხორცპროდუქტები; თევზის პროდუქტები; ნახევარფაბრიკატები. კვების პროდუქტების ბაზარზე წარმოდგენილი მაღალხარისხიანი 100-მდე დასახელების ნატურალური პროდუქტით საპატიო ადგილს იკავებს კონკურენტებს შორის.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისმა ძვირადღირებულმა დანადგარებმა, საზღვარგარეთ კვალიფიცირებულმა ტექნოლოგებმა, საქმისადმი ერთგულმა თანამშრომლებმა, სწორად წარმართულმა საწარმოო პროცესმა და მართებულად დაგეგმილმა მენეჯმენტმა კომპანიას უმოკლეს ვადებში მიაღებინა ისეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო სერტიფიკატები, როგორიცაა: HACCP,ISO-9001, ISO -22000.(HACCP - საერთაშორისოდ აღიარებული საფრთხის ანალიზი და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის სტანდარტი; ISO-9001 საერთაშორისოდ აღიარებული ხარისხის მენეჯმენტის სისტემის სტანდარტი. ISO -22000 საერთაშორისოდ აღიარებული სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის სტანდარტი).

აღნიშნული სერტიფიკატების საფუძველზე, „ექსტრა მითი“ შედის საქართველოს მასშტაბით კომპანიათა იმ ოთხეულში, რომლებიც საერთაშორისო ხარისხსა და სტანდარტს აკმაყოფილებს კვების პროდუქტების წარმოებაში.

პროდუქციის ხარისხზე მეტყველებს ასევე არაგენმოდიფიცირებულობის გარანტი NON GMO.

კომპანია მომხმარებლის ნდობის შესანარჩუნებლად კვლავ აქტიურად განაგრძობს არჩეული პრინციპებითა და სტანდარტებით მუშაობას. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ავირჩიოთ ჯანსაღი ცხოვრება ჯანსაღ პროდუქტთან ერთად.



ნანახია: 4402-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ხორცპროდუქტების კომპანია 'ექსტრა მითი'-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ხორცპროდუქტების კომპანია 'ექსტრა მითი'-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ხორცპროდუქტების კომპანია 'ექსტრა მითი'-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ხორცპროდუქტების კომპანია 'ექსტრა მითი'-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ხორცპროდუქტების კომპანია 'ექსტრა მითი'-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ხორცპროდუქტების კომპანია 'ექსტრა მითი'-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ

ამინდი