Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წყალტუბოში მოსახლეობა და ხელისუფლების წევრები 'ვეფხისტყაონის' გადაწერაში ჩაერთვნენ

თარიღი : 20-07-2016, 18:04 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ინიციატივით დაწყებულ პროექტს- „სჯობს სახელისა მოხვეჭა, ყოველსა მოსახვეჭელსა“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტი შეუერთდა. პროექტის ფარგლებში "ვეფხისტყაოსნის" სტრიქონების ხელით გადაწერა მიმდინარეობს.

პროექტში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის, ინტელიგენციის წარმომადგენლები, საჯარო სკოლების პედაგოგები, მოსწავლეები, ახალგაზრდები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ჩაერთნენ.

"პოემის გადაწერა ყველა ეპოქაში იყო საპასუხისმგებლო საქმე, ვფიქრობ ეს პროექტი ბევრ ჩვენს თანამემამულეს, ბავშვებსა და მოზარდებს გაუღრმავებს ინტერესს ნაწარმოების, როგორც ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ნიმუშის მიმართ,"- განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა.

"როგორც რიგითი წყალტუბოელი, როგორც ფილოლოგი, მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება გადამეწერა ჩემთვის და ყველა ქართველისთვის სათაყვანებელი შემოქმედის შოთა რუსთაველის გენიალური პოემის ერთი სტროფი, 2016 წელი იუნესკომ მსოფლიოში შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა, ქალაქის N 1 საჯარო სკოლაში წლის განმავლობაში რამდენიმე ღონისძიება ჩატარდა, მიხარია, რომ ჩემი წვლილი შევიტანე ამ მართლაც საშურ საქმეში, ერთობრივი თანამშრომლობის შედეგად ჩვენ ვალს ვიხდით ღვთის, სამშობლოსა და შოთა რუსთაველის წინაშე,"- განაცხადა N 1საჯარო სკოლის დირექტორმა ფაქიზო ფანჩულიძემ.

წყალტუბოში "ვეფხისტყაოსნის" გადაწერის პროცესს გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი რიმა მარგიანი ხელმძრვანელობს. მისი თქმით, პროექტში სოფლებიც ჩაერთნენ. უკვე გადაწერილია პოემის 50 სტროფი.

პროექტი სავარაუდოდ სექტემბრის ბოლოს დასრულდება.


ნანახია: 1768-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იუნესკომ 2016 წელი შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა.
პროექტი, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს დასრულდება.
'გადამწერის სახელი და გვარი წიგნში დაფიქსირდება და მას ისტორია შემოინახავს.'
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თეიმურაზ ჯაფარიძემ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან
ვეფხისტყაოსნის გადაწერაში სკოლების 142-მა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.

ამინდი