Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩევლებს მიმართავს

თარიღი : 16-07-2016, 16:09 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
"მიმდინარე წლის 13 ივლისს საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებები 2016 წლის არჩევნებში ამომრჩევლების მონაწილეობის წესს არეგულირებს. ცვლილება ეხება ამომრჩევლებს, რომლებიც საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან იქნენ მოხსნილები, ასევე ამომრჩევლებს, რომელთა რეგისტრაციაც იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა და მათ, ვინც რეგისტრირებულები არიან მისამართის მითითების გარეშე,"-ნათქვამია განცხადებაში, რომელშიც ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩევლებს მიმართავს.

საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, ამ ტიპის ამომრჩევლები პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობისთვის 2016 წლის 1 აგვისტომდე უნდა გამოცხადნენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში და გაიარონ რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ან მიუთითონ მხოლოდ ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი",- აცხადებენ ცესკოში.

ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე, ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ ზემოაღნიშნული კატეგორიის მოქალაქეებს, მოუწოდა დროულად გაიარონ რეგისტრაცია მიმდინარე წლის 31 ივლისის ჩათვლით, რაც მათ არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას მისცემს.

"აღსანიშნავია, რომ ისინი ისარგებლებენ გარკვეული შეღავათებით, მათ შორის, კონკრეტული კატეგორიის ამომრჩევლები გათავისუფლებულები იქნებიან მომსახურების გადასახადისგან; აღნიშნულის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოქალაქეები უშუალოდ სააგენტოში მიიღებენ,“ - განაცხადა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგის ბოლოს.


ნანახია: 1715-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ვის აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება?, რა საკითხებს იხილავს უწყებათაშორისი კომისია და შეიძლება თუ არა კენჭისყრის დღეს
ამომრჩევლების მონაცემთა ბაზასა და საქსტატის შედეგებს შორის არსებული სხვაობაზე სერვისების განვითარების სააგენტო განმარტებას
საარჩევნო კოდექსის თანახმად, იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს საარჩევნო
კანონმდებლობის მიხედვით, კვალიფიციური სუბიექტები - არჩევნებში მონაწილე ძალები, რომლებიც მოსახლეობის მინიმუმ 5 %-ის მხარდაჭერას
ცესკოს მონაცემებით, არჩევნებისთვის რეგისტრირებულია მერობის 369 კანდიდატი, მათ შორის 13 თბილისში.

ამინდი