Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულში წარმატებული სპორტსმენები წახალისდებიან

თარიღი : 4-07-2016, 18:49 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საკრებულოს სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. სხდომაზე წარმატებული სპორტსმენებისათვის 6 000 ლარი გამოიყო.

როგორც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავნ, აღნიშნული თანხიდან 1000 ლარი კიცხში საზოგადოებრივი სახლის მშენებლობის ფონდიდან დაიზოგა, ხოლო 5 000 ლარი სოფლის მეურნეობის განვითარების მუხლიდან გამოიყო.

კომისიის თავმჯდომარის ვარლამ ჭიპაშვილის განმარტებით, სპორტსმენების წახალისება მისასალმებელია, მაგრამ თანხები სოფლის მეურნეობის განვითარების მუხლიდან არ უნდა გამოიყოს.

სოფლის მეურნეობის განვითარების მუხლიდან თანხის გადატანა გააპროტესტა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თორნიკე ავალიშვილმა.

„საკრებულოსა და გამგეობის წარმომადგენლობითი ხარჯებიდან გაიღეთ ეს თანხა და გადაურიცხეთ სპორტის განვითარების ცენტრს,“-განაცხადა თორნიკე ავალიშვილმა.

საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა 8 საკითხი განიხილეს. მათ შორის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის 2015 წლის ანგარიში.


ნანახია: 1539-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხარაგაულის საკრებულოში ეს რიგით მეექვსე ფრაქციაა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი თორნიკე ავალიშვილი სახელმწიფო სერვისების განვითარების ცენტრის მიერ ხარაგაულის
ინფორმაცია ბიუროს წევრებს გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა გააცნო.
"ხარაგაულდასუფთავება“ ოქტომბრის თვის ხელფასების გაცემისთვის და სხვა აუცილებელი ხარჯებისათვის დამატებით 50 ათასი ლარს ითხოვს
ხარაგაულის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის(თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი) სხდომაზე, კომისიის წევრებმა 2016 წლის საბიუჯეტო

ამინდი