Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'გირჩი' ქუთაისის მერიას უსახლკაროების პრობლემის მოგვარების პროცესში ჩართვას სთხოვს

თარიღი : 4-07-2016, 15:14 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
"ახალი პოლიტიკური ცენტრის" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილი ქუთაისის მერს შოთა მურღულიას მიმართავს. წერილობითი მიმართვა ცამციშვილმა მერიაში დღეს შეიტანა. თემურ ცამციშილი ქალაქში მცხოვრები უსახლკაროებისთვის გამოყოფილი მილიონი ლარის მიზნობრივ ხარჯვას, ასევე მათთვის საცოხოვრებელი ფართის მშენებლობისთვის შექმნილი კომისიის საქმიანობაში მონაწილეობის მიღებას ითხოვს.

"აღნიშნული საკითხის მიმართ არსებობს ფართო საზოგადოებრივი ინტერესი, რადგან უსახლკაროთა პრობლემა მთელი სიმწვავით დგას ჩვენი ქალაქის წინაშე. გთხოვთ რაიმე შესაძლო და მისაღები ფორმით მოგვცეთ საშუალება მონაწილეობა მივიღოთ აღნიშნული კომისიის მუშაობაში. ვფიქრობ, რომ მეტი გამჭვირვალობა კარგი იქნება კომისიის მეტი ეფექტურობისათვის,"-აღნიშნულია წერილში.

"ახალი პოლიტიკური ცენტრის" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელს საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე შეკითხვა აქვს:

"1. რატომ კონკურსი და არა ელექტრონული ტენდერი? 2.რას ნიშნავს მკაცრი კრიტერიუმები? 3. რატომ უთხარით წერილობით უარი ისეთ ოჯახებს, რომელთაც არ გააჩნიათ საცხოვრებელი და არიან სოციალურად დაუცველები? 11 ივლისს იკრიბება კომისია, მშენებლებს ხვდება. კომისიის სხდომა გახდეს საჯარო და ჩვენც ჩავერთვებით ამ მტკივნეული პრობლემის განხილვაში. მე ვიქნები რიგითი სტაჟიორი ამ პროცესში, ოღონდ ეს საკითხი გადაწყდეს,"-აცხადებს ცამციშვილი.

ცნობისთვის, ქუთაისის მერიამ ქალაქში მყოფი თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ოჯახებისათვის საცხოვრებლების მოსაწყობად კონკურსი გამოაცხადა.


ნანახია: 1744-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თემურ ცამციშვილი ქუთაისის მერიას რამდენიმე კითხვით მიმართავს.
'ჩემთვის ნათელია თუ რას ემსახურება აღნიშნული კომისია და როგორ დაიხარჯება მილიონი ლარი!!!!'
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით, ორგანიზაციამ ადგილობრივ ხელისუფლებას წერილობით უნდა მიმართოს.
აქციის მონაწილეებს ადგილობრივ ხელისუფლებასთან პრეტენზიები აქვთ.
თემურ ცამციშვილი ქუთაისის მერს, შოთა მურღულიას პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს.
'გირჩი' ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში ე.წ. ნაგავსაყრელის არსებობას აპროტესტებს.

ამინდი