Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საჩხერეში მდინარე კინთუას ადიდების შედეგად დაზიანებული გზის აღდგენა მიმდინარეობს

თარიღი : 15-06-2016, 14:47 | კატეგორია: ---   
topnews.com.ge
საჩხერის რაიონის სოფელ სპეთში მდინარე კინთუას ადიდების შედეგად დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები დაიწყო.
ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობს და სოფლის რაიონულ ცენტრთან დამაკავშირებელი გზა იწმინდება.

ერთკილომეტრიანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია ორ დღეში დასრულდება და მოძრაობა სრულად აღდგება.

დაზარალებულ მოსახლეობას იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე, პაატა ნადირაძე და საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მალხაზ ბაზაძე შეხვდნენ და მიმდინარე სამუშაოებიც დაათვალიერეს.

შეგახსენებთ, რომ 12 ივნისს, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ ქვა–ღორღი სოფლის სავალ ნაწილზე ჩამოიტანა და 30 ოჯახი გარე სამყაროს მოწყვიტა. ასევე, დაიტბორა რამდენიმე სახლიც. შექმნილია შესაბამისი კომისია და ზარალის დათვლაც მიმდინარეობს.


ნანახია: 1567-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაზარალებულ მოსახლეობასაც შეხვდნენ.
თითქმის 4-საათიანი გადაუღებელი წვიმის გამო, მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა, წყალი მოსახლეობის საცხოვრელ სახლებში შევიდა,
გადაუღებელი წვიმის შედეგად თერჯოლის რაიონის სოფელ რუფოთში 30-მდე ოჯახი გარე სამყაროს მოწყდა
დაზიანებული ხიდი ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზურაბ კუპატაძემ და გამგებლის მოადგილემ თემურ შეყლაშვილმა დაათვალიერეს.
მდინარის ადიდების შედეგად, სოფელ ახალშენთან დამაკავშირებელი გზა დაზიანდა.

ამინდი