Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საჩხერის სოფელში სტიქიისას მიყენებულ ზარალს ითვლიან

თარიღი : 15-06-2016, 13:53 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საჩხერეში, სოფელ სპეთში მდინარე კინთუას ადიდების შედეგად დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები იმერეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ვიცე–გუბერნატორმა გიორგი ჭიღვარიამ და საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მალხაზ ბაზაძემ დაათვალიერეს.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაზარალებულ მოსახლეობასაც შეხვდნენ.

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამჟამად ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და რაიონულ ცენტრთან სოფლის დამაკავშირებელი გზა იწმინდება. 1 კმ მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია კი ორ დღეში დასრულდება და მოძრაობა სრულად აღდგება.

შეგახსენებთ, რომ 12 ივნისს ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ ქვა–ღორღი სოფლის სავალ ნაწილზე ჩამოიტანა და 30 ოჯახი გარე სამყაროს მოწყვიტა. ასევე, სახნავ–სათესი მიწები და რამდენიმე სახლი დაიტბორა.

უკვე შექმნილია შესაბამისი კომისია და ზარალის დათვლაც მიმდინარეობს.


ნანახია: 1618-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ერთკილომეტრიანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია ორ დღეში დასრულდება და მოძრაობა სრულად აღდგება.
თითქმის 4-საათიანი გადაუღებელი წვიმის გამო, მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა, წყალი მოსახლეობის საცხოვრელ სახლებში შევიდა,
იმერეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ და საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მალხაზ ბაზაძემ, სოფელ სხვიტორში
გადაუღებელი წვიმის შედეგად თერჯოლის რაიონის სოფელ რუფოთში 30-მდე ოჯახი გარე სამყაროს მოწყდა
დაზიანებული ხიდი ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზურაბ კუპატაძემ და გამგებლის მოადგილემ თემურ შეყლაშვილმა დაათვალიერეს.

ამინდი