Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად გამართულ კონცერტში ტყიბულის გამგებელი ჩაერთო

თარიღი : 15-06-2016, 12:46 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ტყიბულში სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი - ,,რასაცა გასცემ შენია“ გაიმართა.

ღონისძიებას ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ,,საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ჯამბულატ ჯაყელი დაესწრნენ.

საქველმოქმედო კონცერტში ბაღის აღსაზრდელები და ქალაქში არსებული სხვადასხვა შემოქმედებითი ჯგუფები მონაწილეობდნენ.

http://www.picz.ge/img/s4/1606/15/3/3f91261490b1.jpg


ტყიბულის გამგებელმა მამია გურიელის ლექსი - ,,ადამიანი“ წაიკითხა და სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად საკუთარი დანაზოგიდან 500 ლარი გაიღო. მძიმე სენით დაავადებულ მოზარდებს 500-500 ლარით გამგეობის თანამშრომლები და ,,საქნახშირის“ გენერალური დირექტორი ჯამბულატ ჯაყელი დაეხმარნენ.

საქველმოქმედო კონცერტზე სულ 2796 ლარი შეგროვდა, რომელიც სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად გადაირიცხება.

ღონისძიების დაწყებამდე თეატრის ფოიეში ხელნაკეთი ნივთების გამოფენა–გაყიდვაც გაიმართა.




NS


ნანახია: 2126-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღნიშნული მიზნით ტყიბულის თეატრი საქველმოქმედო კონცერტს მართავს.
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ლექსო თორაძისა და ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული
მეშახტეთა პროფესიული დღე ტყიბულში 1948 წლიდან აღინიშნება.
ღონისძიებაში მონაწილეობა უნივერსიტეტის სტუდენტებმა, დამწყებმა პოეტებმა, მომღერლებმა და იუმორისტებმა მიიღეს.
პირველად ქუთაისელი მაყურებლის წინაშე ზვიად ბოლქვაძე წარსდგება მეგობრებთან ერთად. კონცერტი საქველმოქმედოა.
ქუთაისში, 'გვირილობის' დღესასწაული სახალხო ზეიმით აღინიშნა.

ამინდი