Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატზე ქუთაისელი კალათბურთელები წარსდგებიან

თარიღი : 13-06-2016, 16:20 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
2015 წლის ,,სასკოლო სპორტული ოლიმპიადის“ გამარჯვებული სკოლის გუნდები მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრებიან. საერთაშორისო სასკოლო სპორტის ფედერაციის (ISF) ეგიდით კონკურსი შესაბამის სპორტის სახეობებში ჩატარდება.

საქართველოს სახელით მონაწილეობის უფლება 2016 წლის სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატზე 3x3-ზე კალათბურთში, ქუთაისის მე–3 საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდმა მოიპოვა.

ჩემპიონატი 16–დან 22–ივნისის ჩათვლით ესტონთში, ტალინში ჩატარდება, სადაც მონაწილეობას 22 გუნდი მიიღებს.

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ნორჩ კალათბურთელებს გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო სპორტულ ოლიმპიადა, რომელიც ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ტარდება, სპორტისა და ახალგაზრდობის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მეორე წელია აქტიურად მიმდინარეობს.


ნანახია: 1738-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ოლიმპიადა სპორტის სხვადასხვა სახეობას მოიცავს და მასში იმერეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტია ჩართული.
ქუთაისის მერი შოთა მურღულია სასკოლო ოლიმპიადის ფინალური ეტაპის გამარჯვებულებს, პრიზიორებს და მონაწილეებს შეხვდა.

ამინდი