იტვირთება

ბაღდათში პირველი სასტუმრო გაიხსნა

ბაღდათში პირველი სასტუმრო გაიხსნა

ქალაქ ბაღდათში, პირველი სასტუმრო "დინასტია” გაიხსნა. აღნიშნული სასტუმრო მზად არის დღეიდან ოფიციალურად უმასპინძლოს ვიზიტორებს.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. 

სასტუმრო ორიენტირებულია  მომსახურების მაღალ ხარისხზე, მომხმარებლის კომფორტზე და შესაბამისი სერვისის უზრუნველყოფაზე.

"ბოლო წლების განმავლობაში, ტურიზმი დინამიურად ვითარდება საქართველოში და შესაბამისად წლიდან წლამდე იზრდება განთავსების საშუალებების რაოდენობა. მომსახურების ხარისხი კი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ქართული სასტუმრო ბიზნესისთვის,"-აცხადებენ იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები