Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"მიგულეთ თქვენს გვერდით," - ნატოს გენერალური მდივნის თანადგომა თამთა ლიპარტელიანის ოჯახს

თარიღი : 27-08-2015, 20:13 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოში ვიზიტის დასასრულს, ნატო-ს გენერალური მდივანი საქართველოს მთავრობის მეთაურთან ერთად,ნორვეგიაში, კუნძულ უტოიაზე ნორვეგიელი ტერორისტის ანდრეს ბრეივიკის მიერ მოკლული ქართველი გოგონას, თამთა ლიპარტელიანის მშობლებს შეხვდა.

http://topnews.com.ge/photo/news/1440691922.jpg


"მინდა გამოგიცხადოთ გულწრფელი სამძიმარი და თანადგომა, მიგულეთ თქვენ გვერდით. მე მრავალი ინფორმაცია წამიკითხავს პრესით თქვენი ქალიშვილის შესახებ. ჩვენ ნორვეგიაში გავხსენით ადგილი, სადაც პატივს მივაგებთ გარდაცვლილთა ხსოვნას და ვიხსენებთ მათ, მათ შორის თქვენს ქალიშვილს. გმადლობთ, რომ გამონახეთ დრო შეხვედრისთვის, რათა ჩემი სამძიმარი პირადად გადმომეცა,"- აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

მანვე მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვედრის ორგანიზებისთვის.

"პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს გამოვთქვი თქვენთან შეხვედრის სურვილი და პრემიერმა სწრაფად მოახდინა ამის ორგანიზება, რისთვისაც მას მადლობას ვუხდი,"- განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.


ნანახია: 2110-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაიცით, აღნიშნული გადაწყვეტილება იენს სტოლტენბერგმა საქართველოს
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაცiით, აღნიშნული გადაწყვეტილება იენს სტოლტენბერგმა საქართველოს
ნორვეგიელი ტერორისტი, ანდერს ბრეივიკი ოსლოს უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. ბრეივიკი პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, სადაც
კუნძულ უტოიაზე მოკლული თამთა ლიპარტელიანის ოჯახი დახმარებას ითხოვს. გარდაცვლილი თამთა ლიპარტელიანის დეიდაშვილს მწვავე ლეიკემია
აღნიშნული სტიპენდიის მფლობელი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდება.
ფრაქციებმა "ნაციონალურმა მოძრაობამ და "მაჟორიტარებმა" მერთან შეხვედრის სურვილი დღეს გამოთქვეს, თუმცა როგორც შემდეგ განაცხადეს

ამინდი