Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერიაში შოთა მურღულიამ ცოლის ნათესავები, კლასელები და ოჯახის წევრები დაასაქმა

თარიღი : 11-07-2015, 11:46 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
არასამთავრობო ორგანიზაცია "მედიატორის" ქუთაისის ორგანიზაციის წევრები ქუთაისის მერიაში ნეპოტიზმის ფაქტებზე საუბრობენ.
როგორც მათ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადეს, ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ მერად დანიშვნის შემდეგ მერიასა და მერიას დაქვემდებარებულ სტრუქტურებში საკუთარი ნათესავები, მეგობრები და კლასელები დაასაქმა.
"როგორც კი შოთა მურღულია ქუთაისის მერი გახდა, დაიწყო ნათესავების დასაქმება. მან კლუბ "ტორპედოში" ექიმად დანიშნა საკუთარი ბიძა, ასევე მერიაში ვიცე-მერის თანამდებობაზე დანიშნა საკუთრი კლასელი. მინდა გითხრათ, რომ მერიაში ასევე მუშაობს შოთა მურღულიას მამა. ბევრია შემთხვევები, რომ აქ მისი ცოლის ნათესავებიც მუშაობდნენ,"- აცხადებს "მედიატორის" ქუთაისის ორგანიზაციის წევრი თათია ბოჭორიშვილი.
"მედიატორის" წევრების თქმით, თუ უახლოეს მომავალში ნეპოტიზმით დასაქმებულ ახლობლებს სამსახურიდან არ გაათავისუფლეს, ისინი საპროტესტო აქციებს დაიწყებენ.
ქალაქის მერიაში "მედიატორის" ბრიფინგზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.


ნანახია: 2703-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ჯავახიას თქმით, წარმოდგენილ სქემა არასწორია, და აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაცია ქალაქში სიცრუის ტირაჟირებას და მოსახლეობის
"მედიატორის" საპასუხო განცხადებას ქუთაისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
ლევან მურღულია ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობას იკავებს.
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქუთაისის მერად შოთა მურღულია უნდა დაინიშნოს.
ქუთაისის მერიაში შოთა მურღულიას დასახვედრად ემზადებიან. ქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში მერის კაბინეტის დილიდან
მერიის შეფასებით, ხალხისთვის მორიგი აბსურდის თეატრი დაიდგა.

ამინდი