იტვირთება

გვანცა ბუბაშვილის ცხედარი ოჯახმა ამოიცნო

გვანცა ბუბაშვილის ცხედარი ოჯახმა ამოიცნო

შოვ­ში, სტი­ქი­ის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლი გვან­ცა ბუ­ბაშ­ვი­ლის ცხე­და­რი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია. გო­გო­ნას ცხე­დარს სახ­ლში დღეს გა­და­ას­ვე­ნე­ბენ.

გვან­ცა ბუ­ბაშ­ვი­ლი შოვ­ში მე­გობ­რებ­თან-სა­ლო­მე ხე­თა­გურ­თან და ნინი კენ­ჭა­ძეს­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და. ისი­ნი კალ­ცის წყლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მან­ქა­ნით გა­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ, რა დრო­საც მე­წყერ­ში მოჰ­ყვნენ. სა­ლო­მე ხე­თა­გუ­რის ცხე­და­რი მაშ­ვე­ლებ­მა რამ­დე­ნი­მე დღის წინ იპო­ვეს, ხოლო ნინი კენ­ჭა­ძის ცხე­დარს სტი­ქი­ი­დან მე­სა­მე დღეს მი­აგ­ნეს.

რაჭა-ლე­ჩხუმ-ქვე­მო სვა­ნე­თის სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლის, პა­პუ­ნა მარ­გვე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, შოვ­ში, სტი­ქი­ის ზო­ნი­დან ამოს­ვე­ნე­ბუ­ლი 31 მო­ქა­ლა­ქი­დან 28 იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, 3 გარ­დაც­ვლილ­თან და­კავ­ში­რე­ბით კი პა­სუხს ელო­დე­ბი­ან.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით გლო­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მდი­ნა­რე ჭან­ჭა­ხის აუ­ზის შე­ნა­კა­დებ­ში კა­ლა­პო­ტის წმენ­და მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"გუ­შინ სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად მაშ­ვე­ლებ­მა ამო­იყ­ვა­ნეს 2 გარ­დაც­ვლი­ლის ცხე­და­რი, რო­მე­ლიც გა­დაყ­ვა­ნი­ლია ექ­სპერ­ტი­ზა­ზე, იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის მიზ­ნით. ამ დრო­ის­თვის, 31 მო­ქა­ლა­ქის ცხე­და­რია ნა­პოვ­ნი, სა­ი­და­ნაც 28 არის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და ვე­ლო­დე­ბით 3 გარ­დაც­ვლი­ლი მო­ქა­ლა­ქის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის პა­სუ­ხებს.

სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, რო­გორც სტი­ქი­ის ეპი­ცენ­ტრში - კუ­რორტ შო­ვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ასე­ვე, მდი­ნა­რე ჭან­ჭა­ხი­სა და რი­ო­ნის კა­ლა­პო­ტებ­ში, ამას­თან, გუ­მა­თ­ჰე­სის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით გლო­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს მდი­ნა­რე ჭან­ჭა­ხის აუ­ზის შე­ნა­კა­დებ­ში კა­ლა­პო­ტის წმენ­და, აღ­დგე­ნი­ლია წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სის­ტე­მა სო­ფელ გლო­ლა­ში“, - გა­ნა­ცხა­და პა­პუ­ნა მარ­გვე­ლი­ძემ.


ტეგები:

Facebook - კომენტარები