იტვირთება

სტიქიის ზონაში კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს

სტიქიის ზონაში კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს

სტიქიის ზონაში კიდევ ორი ცხედარი იპოვეს. 

 სტიქიის ეპიცენტრიდან 40 კილომეტრის მოშორებით სოფელ სორის მიმდებარედ სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველების მიერ ნაპოვნი იქნა მამაკაცის ცხედარი, ასევე ერთი მოზარდის ცხედარია ნაპოვნი სტიქიის ეპიცენტრში, სადაც მიმდინარეობს წერტილოვანი გადამოწმება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ამ დრომდე დაკარგულად ითვლება კიდევ ორი ადამიანი.

რაჭაში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხი 31-მდე გაიზარდა. თემურ მღებრიშვილის განცხადებით, სამძებრო სამუშაოების არეალი გაფართოებულია და ის გაგრძელდება, სანამ გარდაცვლილთა ცხედრების აღმოჩენის იმედი არ გადაიწურება.  


ტეგები:

Facebook - კომენტარები