Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერიაში 39 პოზიციაზე კონკურსი ჩაიშალა

თარიღი : 8-01-2015, 11:11 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიასა და საკრებულოში 2014 წლის 20 ოქტომბერს გამოცხადებული კონკურსი დასრულდა. კონკურსის შედეგები ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარემ დავით დვალმა გაასაჯაროვეს.
როგორც ცნობილია, გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა 1 693-მა აპლიკანტმა მიიღო, რომელთა მხრიდან საკონკურსო კომისიაში 5 000-ზე მეტი განაცხადი დაფიქსირდა.
„კონკურსის შედეგად 157 გამარჯვებული გამოვლინდა, ხოლო 39 პოზიციაზე კონკურსი ჩაიშალა. პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ მიმდინარეობდა. მეტი გამჭვირვალობა ბუნებაში შეიძლებოდა არ ყოფილიყო. დაახლოებით 400 კონკურსანტთან გასაუბრებას კომისიამ ერთი თვე მოანდომა. კონკურსანტებმა მძიმე კონკურსი გაიარეს და კვალიფიციური კადრები შეირჩნენ,“ - აცხადებს ქუთაისის მერი.
ქუთაისის მერი იმასაც აცხადებს, რომ გამარჯვებული კონკურსანტების საშუალო მაჩვენებელი აღემატება 82%-ს, რაც შოთა მურღულიას თქმით, მაღალი შედეგია და თვითმმართველობის საქმიანობის ხარისხს მნიშვნელოვნად გაზრდის.
"პოლიტიკური ნიშნით არ შერჩეულა არც ერთი კანდიდატი. ასე რომ ყოფილიყო, ჩაშლილი პოზიციები არ გვექნებოდა და როგორმე მოვახერხებდით ნაცნობ-მეგობრების დანიშვნას," - ამბობს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე დავით დვალი.
ჩაშლილ პოზიციებზე ახალი კონკურსის გამოცხადებას ადგილობრივი ხელისუფლება ორი კვირის ვადაში გეგმავს.


ნანახია: 2106-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ცნობილია, კონკურსში მონაწილე 10 "რესპუბლიკელი"-დან ადგილობრივ ხელისუფლებაში მხოლოდ სამი კონკურსანტი დასაქმდა.
"სამწუხაროდ, აქ პროფესიონალიზმი მთავარი კრიტერიუმი არ აღმოჩნდა და არაკომპეტენტურად ჩატარებული კონკურსი აუცილებლად მოახდენს
ქუთაისის მერიაში პირველი ატესტაციის შედეგად დარჩენილ 48 ვაკანტურ ადგილზე კადრების შერჩევა მიმდინარეობს.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში არსებულ 5 ვაკანტურ პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები ცნობილია.
გია გოქაძის თქმით, მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ მას კონკურსისა და ატესტაციის შედეგები არ მიაწოდა.

ამინდი