Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

„კონკურსის და ატესტაციის ყველა ეტაპი მაქსიმალურად გამჭვირვალე იქნება“

თარიღი : 24-11-2014, 15:34 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიასა და საკრებულოში ატესტაციის შედეგად დარჩენილ ვაკანტურ თანამდებობებზე ახალი კონკურსი გამოცხადდა. 48 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები 4 დეკემბრის ჩათვლით უნდა გააკეთონ.
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინოს:
ა/ განაცხადი მხოლოდ ელექტრონული ფორმით საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის /www.hr.gov.ge/ მეშვეობით /კანდიდატს უფლება აქვს გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განაცხადი წარადგინოს არაუმეტეს, ხუთ ვაკანსიაზე. ხუთზე მეტ ვაკანსიაზე განაცხადის წარდგენის შემთხვევაში კანდიდატი მოიხსნება კონკურსიდან/.
ბ/ განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობა /დიპლომის ასლი/;
გ/ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ/ სტაჟის დამადასტურებელი სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტის /შრომის წიგნაკი – არსებობის შემთხვევაში ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა/ ასლი; აღნიშნული ვრცელდება იმ ვაკანსიებზე, სადაც სტაჟი მოითხოვება.
კონკურსი სამ ეტაპს: საბუთების გადარჩევას, ტესტირებას და გასაუბრებას მოიცავს. ტესტი 60 შეკითხვისგან შედგება. მესამე ეტაპზე გადასასვლელად კანდიდატმა კითხვების 70%-ს უნდა უპასუხოს.
"კონკურსის და ატესტაციის ყველა ეტაპი მაქსიმალურად გამჭვირვალე იქნება. ვიმედოვნებ, რომ მოქალაქეები, რომლებმაც პირველ ეტაპზე დაუშვეს შეცდომები, იგივე შეცდომებს არ დაუშვებენ," - ამბობს შოთა მურღულია.


ნანახია: 1930-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მესამე ეტაპზე გადასულ კონკურსანტებს გასაუბრება 22 დეკემბრიდან 26 დეკემბრის ჩათვლით ჩაუტარდებათ.
მურღულიას თქმით, მერიაში მუშაობის მსურველებს განაცხადების ელექტრონულ ფორმატში წარმოსადგენად ვადა მიმდინარე წლის 4 ნოემბრამდე აქვთ.
იხილეთ ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ.My Webpage
კომისია ქუთაისის მერიასა და საკრებულოში მუშაობის მსურველ პირებს შეახსენებს, რომ მერიაში გამოცხადებულ ვაკანსიებზე საბუთების

ამინდი