Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში დასუფთავების აქცია გაიმართა

თარიღი : 15-11-2014, 13:01 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
დასუფთავების აქცია ქუთაისში.
აქციას, რომელიც ქალაქის მერიის ინიციატივითა და "ქუთსერვის ჯგუფის" მხარდაჭერით გაიმართა, 100-მდე თვითმმართველობის მოხელე შეუერთდა.

როგორც საპარლამენტო უმცირესობის წევრი გია თევდორაძე აცხადებს, საქართველოს ყველა ქალაქში დასუფთავების აქცია იმ მიზეზით გაიმართა, რათა ადგილობრივ ხელისუფლებებში დასაქმებულებისთის საშუალება არ მიეცათ, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებული აქცია დაეგმოთ.

"რა საოცარი დამთხვევების ეპოქაში ვცხოვრობთ. ქუთაისის თვითმმართველობამ 15 ნოემბერს „საგანგებო შაბათობა" გამოაცხადა და ყველა თანამშრომელი ამ შაბათობაზეა დაბარებული. რა იცი, სიფრთხილეს თავი არ სტკივა. შემთხვევით ვინმე თანამშრომელთაგან ვარდების მოედანზე არ აღმოჩნდეს. როგორც ჩანს, ქუთაისის თავკაცები ქალაქის დაგვა-დასუფთავებით გამოხატავენ თავიანთ პროტესტს აფხაზეთის ანექსიის წინააღმდეგ", - აცხადებს თევდორაძე.

ცნობისთის დასუფთავების აქციაში მონაწილეობა ქალაქის მერის მოდგილემ ნოდარ მიქიაშვილმა და „ქუთსერვის ჯგუფის“ ადმინისტრაციის წევრებმაც მიიღეს. ნარჩენებისაგან გაიწმინდა ცენტრალური მაგისტარალის მიმდებარე ტერიტორიის 2 კილომეტრიანი ზოლი.


ნანახია: 2122-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საპარლამენტო უმცირესობის წევრია გია თევდორაძის ინფორმაციით, ქუთაისის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ხვალ შაბათობა დაგეგმა
"ქუთსერვის ჯგუფის" 100-მდე თანამშრომელმა, ქალაქში დასუფთავების კვირეულის ფარგლებში ნიკეას მიმდებარე ტერიტორია, ეკა-ბარდების,
დასუფთავების აქციის მონაწილეებმა ქალაქის ტერიტორიის დიდი ნაწილი პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო
არასამთავრობო ორგანიზაცია „დედამიწის მეგობრების“ ინიციატივით, ქუთაისში დასუფთავების აქცია გაიმართა.
„ქუთსერვის“ ჯგუფი მსგავსი ტიპის დასუფთავების აქციებს ქალაქის მასშტაბით სისტემატიურად მართავს.

ამინდი