Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე: ქალაქის მერი დიმიტრი კოპალიანია

თარიღი : 12-09-2013, 19:28 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის თამაზ მარგველაშვილის თქმით, ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით ქალაქის მერი კვლავ დიმიტრი კოპალიანია, რადგან საკრებულოს, მერის განცხადება გადადგომასთან დაკავშირებით, ამ დრომდე არ განუხილავს.მარგველაშვილის განცხადებით, ისინი ხვალ საკრებულოს რიგგარეშე სხდომას მოიწვევენ, სადაც ერთადერთ საკითხს, დიმიტრი კოპალიანის განცხადებას, გადადგომასთან დაკავშირებით განიხილავენ.
“ვიდრე საკრებულო არ განიხილავს მერის განცხადებას თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით, მანამ ის იურიდიულად კვლავ ქალაქის მერად ითვლება. ამიტომ ხვალ ჩვენ ჩავნიშნეთ საკრებულო და განვიხილავთ ამ საკითხს,”– ამბობს მარგველაშვილი.
ცნობისთვის, ქუთაისის მერს დიმიტრი კოპალიანს 20 დღიანი შვებულება გუშინ ამოეწურა, ის სამსახურში გამოცხადდა და თან განცხადება გადადგომასთან დაკავშირებით დაწერა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქალაქმა 3 მერი გამოიცვალა.


ნანახია: 2580-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხმაურით მიმდინარეობდა საკრებულოს სხდომა ქუთაისში. ქალაქის საკრებულოს წევრებს ერთადერთი საკითხი ქუთაისის მერის დიმიტრი კოპალიანის
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატებმა ქალაქის მერის,დიმიტრი კოპალიანის თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირეს.
ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის თამაზ მარგველაშვილის განცხადებით, უახლოეს დღეებში საკრებულოს სხდომა ჩაინიშნება, სადაც გადაწყდება
ქუთაისის მერის დიმიტრი კოპალიანის მიერ აღებული 20 დღიანი შვებულება დღეს დასრულდა. როგორც კოპალიანმა ტოპნიუსთან საუბრისას
პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დიმიტრი კოპალიან იამ დროისათვის საკუთარ კაბინეტში იმყოფება და მერის საქმიანობას განაგრძობს.
ქუთაისის მერს დიმიტრი კოპალიანს საკრებულოს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატები იმპიჩმენტს ვერ გამოუცხადებენ.

ამინდი