Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

როგორ ისჯება მკვლელობა და ოჯახში ძალადობა?-იურისტის კონსულტაცია

თარიღი : 21-10-2014, 16:50 | კატეგორია: სამართალი   
topnews.com.ge
1. კითხვა: როგორ ისჯება განზრახ მკვლელობა?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის თანახმად: განზრახ მკვლელობა, -ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

2. კითხვა: როგორ ისჯება განზრახ მკვლელობა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა ან უმწეო მდგომარეობაში მყოფისა?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტის თანახმად: განზრახ მკვლელობა: დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა ან უმწეო მდგომარეობაში მყოფისა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე.

3. კითხვა: როგორ ისჯება თვითმკვლელობამდე მიყვანა?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად: თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით ან სასტიკი მოპყრობით ანდა მისი პატივის ან ღირსების სისტემატური დამცირებით,-ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

4. კითხვა: როგორ ისჯება ძალადობა?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი,-ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ორი ან მეტი პირის მიმართ; ბ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ; გ) დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით; დ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის ანდა დამნაშავეზე მატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებულის მიმართ; ე) მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით; ვ) შეკვეთით; ზ) რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო; თ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით,-ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

5. კითხვა: როგორ ისჯება ოჯახში ძალადობა?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126/1-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, − ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე.
იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ; ბ) არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; გ) ორი ან მეტი პირის მიმართ; დ) პირთა ჯგუფის მიერ; ე) არაერთგზის, − ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ორას საათამდე, თავისუფლების შეზღუდვით ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.


„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალი და საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში)ახორციელებს ერთობლივ პროექტს, რომელიც მოქალაქეებისათვის უფასო იურიდიული კონსულტაციის გაწევას ითვალისწინებს.

მოგვმართეთ თქვენთვის საინტერესო კითხვებითა და თემებით ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე: topnewscomge@gmail.com. თქვენს შეკითხვებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალი უპასუხებს. ასევე, კონსულტაციისათვის შეგიზლიათ მიმართოთ საია-ს ქუთაისის ფილიალს,
ქუთაისი, მ. კოსტავას ქუჩა N11;
ტელ.: 0(431) 24 11 92

ელ-ფოსტა: kutaisi@gyla.ge


ნანახია: 3062-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორ ისჯება პროსტიტუციაში ჩაბმა და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირისათვის შეხვედრის შეთავაზება სექსუალური მიზნებისათვის?,-
როგორ ისჯება პროსტიტუციაში ჩაბმა და პროსტიტუციისათვის საცხოვრებლის გადაცემა?-ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე კვალიფიციური
რა სასჯელს იწვევს კრედიტის უკანონოდ მიღება და წვრილმანი ხულიგნობა?როგორ ისჯება გადასახადისათვის თავის არიდება?-ეს და სხვა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გმობს ქალთა მიმართ ძალადობას, რამაც ბოლო თვეების განმავლობაში შემაშფოთებელი მასშტაბები
მოგვწერეთ თქვენთვის საინტერესო კითხვები საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს ელექტრონულ ფოსტაზე: topnewscomge@gmail.com
რა სახის სასჯელს ითვალისწინებს მომხმარებლის ან ბანკის მოტყუება კრედიტის აღების მიზნით? რომელი რიგის მემკვიდრეებს ერგებათ

ამინდი