Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მრავალშვილიანი დედა: ყოველთვის ვიყავი და ვიქნები ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერი

თარიღი : 27-08-2014, 17:34 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისში მცხოვრები მრავალშვილიანი დედის მარინა დახუნდარიძის განცხადებით, მრავალშვილიანი ოჯახები არავის ახსოვს და მათ შესაძლოა საქართველოდან წასვლასა და თავშესაფრის სხვა ქვეყანაში მოძებნაზე იზრუნონ.
ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე დახუნდარიძემ ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას მრავალშვილიანი ოჯახების თანადგომისაკენ მოუწოდა.
„მრავალშვილიანთა მიმართ ყურადღება არც ძველი ხელისუფლების პირობებში იგრძნობოდა და ამ კუთხით არც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება გამოირჩევა. ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს და ეკა ბესელიას წერილები მივწერეთ, თუმცა პასუხი მხოლოდ პრეზიდენტიდან და პრემიერიდან მივიღეთ. პარლამენტის თავმჯდომარემ და ეკა ბესელიამ პასუხის ღირსად არ ჩაგვთვალეს. თუ ასე გაგრძელდება, ცოტა ხანში მრავალშვილიანი დედები გამოვალთ და ვიტყვით, რომ საქართველოში არ გვეცხოვრება და თავშესაფარი გვჭირდება,“ - განაცხადა დახუნდარიძემ.
მრავალშვილიანი დედის თქმით, ის ყოველთვის იყო და იქნება ქვეყნის პირველი პრეზიდენტის მხარდამჭერი, რომელიც როგორც დახუნდარიძე ამბობს, მრავალშვილიანი დედების მიმართ ყურადღებას იჩენდა.


ნანახია: 2196-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მცხოვრები მრავალშვილიანი დედის მარინა დახუნდარიძის დასაქმებაზე ქალაქის მერია განცხადებას ავრცელებს.
მერიასთან აქციები მრავალშვილიანმა დედებმა ერთდროულად გამართეს.
ასეთი სახის აქციები ერთჯერადი არ იქნება,მრავალშვილიანი დედების ამაგი დიდია ქვეყნის წინაშე,ჩვენ მათ ყოველთვის გვერდით დავუდგებით.
ქუთაისში სულ 45 მრავალშვილიანი ოჯახია და ყველა მათგანს ქალაქის მერიისგან დედის დღესთან დაკავშირებით საჩუქრები გადაეცა.
ქუთაისში ადგილობრივი თვითმმართველობის შენობასთან მრავალშვილიანი დედა მარინა დახუნდარიძე ქალაქის მერთან შეხვედრას ითხოვს.
ქუთაისში მცხოვრები მრავალშვილიანი დედა მარინა დახუნდარიძე „პატრიოტთა ალიანსის“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელს გოჩა თევდორაძეს

ამინდი