Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გზა წარმატებული სამსახურისკენ-რჩევები ახალბედა თანამშრომლებს

თარიღი : 6-07-2014, 15:10 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ყველა ჩვენთაგანისათვის მნიშვნელოვანია არა მარტო კარგი სამსახურის პოვნა, არამედ მისი შენარჩუნება მაქსიმალურად დიდი დროის განმავლობაში.

გასაუბრების შემდეგ თქვენ დაგინიშნავენ გამოსაცდელ ვადას. მთელი ამ ხნის განმავლობაში თქვენს პერსონას დაჟინებულ ყურადღებას უთმობენ.

სწორედ ამიტომ, პირველ თვეებში აუცილებელია დაიცვათ ზოგიერთი წესი. წესები საკმაოდ მარტივია, თუმცა შესაძლებელია მოითხოვოს მცირედი ცვლილება თქვენს ჩვევებსა და ხასიათში. ეცადეთ გამოავლინოთ ინიციატივა მხოლოდ თანამშრომლების გაცნობისას. თუკი თანამშრომლებთან ხელმძღვანელობამ არ წარგადგინათ, არ მოგერიდოთ, მიბრძანდით და თავად გაიცანით ისინი. ამასთან, პირველი ჯერისთვის საკმარისია უბრალოდ თავის წარდგენა.

ინიციატივის გამოვლენა სამსახურის მხრივ მომავლისთვის გადადეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში რისკავთ გახდეთ "მეტიჩარა".

არც იფიქროთ საკუთარი წესების დაწესებაზე. თქვენი კომენტარები და წინადადებები შეიძლება დარჩეს შეუმჩნეველი, ან შეიძლება აღიქვან მტრულად. ყველაფერში შეინარჩუნეთ ბალანსი. არ ეცადოთ თქვენი უფროსობის გაკვირვება უზარმაზარი შრომისუნარიანობითა და მზადყოფნით პირველი შეეჭიდოთ ნებისმიერ საქმეს. ამ შემთხვევაში, დადებით კონტაქტზე კოლექტივი თქვენთან არასდროს წამოვა.

მათთვის თქვენ ხელმძღვანელობის მონა იქნებით. ეს კი არასდროსაა მისასალმებელი. პირველივე სამუშაო დღიდან გააკეთეთ ყველაფერი კეთილსინდისიერად. თუკი რაიმეს ვერ გაიგებთ - მიმართეთ რჩევისათვის თანამშრომლებს.

იყავით პუნქტუალურები და მიბრძანდით სამსახურში დაგვიანების გარეშე. არაპუნქტუალურობა და არასავალდებულოება - თანამშრომლის ყველაზე ცუდი თვისებებია. ეცადეთ იყოთ სამუშაო ადგილას დათქმულზე 10-15 წუთით ადრე. ყოველთვის დროულად შეასრულეთ მოცემული ბრძანებები. მიხედეთ პირად ცხოვრებას სამსახურის შემდეგ. დაივიწყეთ უსასრულო სატელეფონო საუბრები საყვარელ ადამიანებთან და მეგობრებთან. არ მოყვეთ ჭორები წინა სამსახურიდან. არ განიხილოთ ყოფილი თანამშრომლები. თქვენ უნდა იყოთ ლოიალური თანამშრომელი.


ყურადღება მიაქციეთ თქვენს გარეგნობას. ვარცხნილობა, მაკიაჟი, ტანსაცმელი - ყველაფერი ეს სრულ წესრიგში უნდა იყოს. ეს მნიშვნელოვანი დეტალია, რადგან პირველ რიგში სწორედ ის იპყრობს კოლეგების ყურადღებას ახალი თანამშრომლის მიმართ. არ ღირს გამომწვევად ჩაიცვათ და ეცადოთ რომელიმე ხელმძღვანელის ცდუნებას. ამას არა მხოლოდ თქვენი თანამშრომლები არ დააფასებენ, არამედ სამწუხაროდ საჭირო პატივისცემას თქვენ ამ გზით ვერ მიაღწევთ.

პირველ რიგში, თქვენ მოგიწევთ დიდი რაოდენობის ადამიანების გაცნობა და მათზე მხოლოდ კარგი შთაბეჭდილება უნდა მოახდინოთ.

სწორი ქცევა და ზოგიერთი წესის დაცვა დაგეხმარებათ ახალ თანამშრომლებთან საერთო ენის გამონახვაში და გაგიხსნით გზას წარმატებული კარიერისკენ.
წყარო: commersant.ge


ნანახია: 1999-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ყოველკვირეულ ჰოროსკოპს ამიერიდან შეგიძლიათ თვალი ადევნოთ Topnews.com.ge-ზე.
არ უნდა იოცნებოთ უმნიშვნელო რამეებზე! გლობალურად იაზროვნეთ! იოცნებეთ მილიარდებსა და დიდ წარმატებაზე (კარიერაში, პოლიტიკაში და
ცალსახად კომპანიების დადანაშაულება იმაში, რომ ისინი არ ქმნიან სამუშაო ადგილებს, არასწორია, მითუმეტეს შრომის ბაზარზე ყოველთვისაა
თუ ღამე შენიშნეთ ხანძარი და არ გაქვთ სახანძრო სიგნალიზაცია, მიირბინეთ ფანჯარასთან ან გაიქეცით სადარბაზოში შეძახილით "ხანძარია"!
თუ თქვენ ახალბედა დედა ხართ და თუ თქვენი პატარის მოვლამ კანის სიმშრალე გამოიწვია, ჩვენ ვიცით თუ როგორ უნდა დაეხმაროთ თქვენს კანს:

ამინდი