Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, გარდაცვლილი 21 წლის გოგონას ახლობლები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ

თარიღი : 25-06-2021, 13:39 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილი 21 წლის სოფო კვარაცხელიას ოჯახი მომხდარზე ექიმებს ადანაშაულებს.

სოფო კვარაცხელიას ახლობლების თქმით, ის შეუძლოდ გახდა, თუმცა სამედიცინო დაწესებულებაში თავისი ფეხით შევიდა და მძიმე მდგომარეობაში არ იყო. ოჯახმა არ იცის რა მოხდა ოპერაციის დროს და რამ გამოიწვია გართულებები.

"წავიყვანე პირდაპირ "კლინიკა ბომონდში". მივედით და თავისი ფეხით ჩამოვიდა მანქანიდან. 37 კვირის იყო, არაფერი არ აწუხებდა, სრულიად ჯანმრთელი იყო. ვინც იყო იქ, ჩემი აზრით, ყველას ბრალია,"-აცხადებს გარდაცვლილის მეუღლე გედევან ტორაძე.

ახლობლები განმარტავენ, რომ პაციენტს თანმდევი დაავადებები არ ჰქონია, წარსულში ჩატარებული ოპერაცია კი გართულების მიზეზი ვერ გახდებოდა. ოჯახი მკურნალი და იმ ექიმების დასჯას მოითხოვს, რომლებმაც ოპერაცია ჩაატარეს.

"მას არ ჰქონია თანმხლები დაავადებები, იყო 100%-იანი ჯანმრთელი. წლების უკან გაუკეთდა ხერხემალზე ოპერაცია, მაგრამ ეს არაფერ შუაში არ არის. დიაგნოზიც ვერ დასვეს რითი გარდაიცვალა, ამას ვერ გვეუბნებიან. თვითონ დაწერეს, რომ თანმხლები დაავადებით გარდაიცვალაო. ვითხოვთ დაისაჯოს მკურნალი ექიმი. ექიმის დაუდევრობამ გამოიწვია მისი გარდაცვალება,"-აცხადებენ გარდაცვლილის ახლობლები.

პაციენტს ოპერაცია კლინიკა "ბომონდში" ჩაუტარდა. მომხდარზე კლინიკამ განცხადებაც გაავრცელა.

"კლინიკა ბომონდი“ კიდევ ერთხელ გამოხატავს ღრმა მწუხარებას და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. გვესმის, რომ საქმეზე არსებობს საზოგადოების მაღალი ინტერესი და სოციალურ სივრცეში ამავე საზოგადოების მხრიდან მომხდართან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. "კლინიკა ბომონდი“ არის აბსოლუტურად ღია, გამჭვირვალე სამედიცინო დაწესებულება. კლინიკა პატივს სცემს თითოეული მისი პაციენტის ინტერესებს, თითოეული პაციენტის სამედიცინო ისტორიას და სწორედ აღნიშნული მიზეზით, მიმდინარე გამოძიების დასრულებამდე, თავს იკავებს საქმესთან დაკავშირებით დეტალური და სრულყოფილი ინფორმაციის გავრცელებისგან. ამავდროულად, გვსურს მოვუწოდოთ საზოგადოებას, დაელოდონ გამოძიების დასრულებას და გამოძიების შედეგებს,“- აცხადებენ "კლინიკა ბომონდში“.

მომხდარზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სოცოცხლის მოსპობას გულისხმობს.


ნანახია: 311-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ექიმებისთვის ლიცენზიის შეჩერებას კლინიკა 'ბომონდში', საკეისრო კვეთის შედეგად გარდაცვლილი 23 წლის გოგონას ოჯახი ითხოვს.
კლინიკა 'ბომონდში' საკეისრო კვეთის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგონას ოჯახი ექიმის დასჯას ითხოვს.
გარდაცვლილი ლანა მიქაბერიძის დედა კლინიკასა და ექიმს უყურადღებობაში ადანაშაულებს.
თერჯოლის სამედიცინო დაწესებულებაში მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით მიმდინარეობს.

ამინდი