Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში ნაგავსაყრელად ქცეულმა მიწისქვეშა გადასასვლელმა ფუნქცია დაიბრუნა

თარიღი : 24-06-2021, 18:44 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ასე გამოიყურება ქუთაისში, ე.წ. სტეკლოტარას გადასასვლელი, რომელიც ფუნქციონირებას სახელოვნებო სივრცის დანიშნულებით აგრძელებს. აღნიშნულ ფოტომასალებს სოციალურ ქსელში მოქალაქე მარი ზაალიშვილი ავრცელებს.

როგორც ირკვევა, სივრცის მოხატვა უკვე დაწყებულია. სამომავლოდ კი, ის მულტიფუნქციურ დატვირთვას შეიძენს და ქუთაისს უფრო მეტად გააფერადებს.

"ქუთაისში, ე.წ სტეკლოტარას მიწისქვეშა გადასასვლელი გაიხსნა. არის დასუფთავებული და განათებული. იხატება ბავშვების ხელებით. აქ იქნება საგამოფენო სივრცე, ასევე, მოეწყობა სივრცე თოჯინების თეატრისთვის და ხალხური ცეკვებისთვის.
https://i.postimg.cc/RCKdHRjc/447-D9849-04-D9-4484-AC74-8-B7-DA0920-EB8.jpg
თხოვნა იყო რომ, ვინც მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობს, ისარგებლოს ამ გადასასვლელით და მიიყვანონ ბავშვები კედლების მოსახატად. გთხოვთ ყველას, ვიზრუნოთ გადასასვლელის სისუფთავესა და წესრიგზე,"-წერს მარი ზაალიშვილი.

სახელოვნებო სივრცის იდეის ავტორი და მოიჯარე დიმიტრი ალავიძეა. ცოტა ხნის წინ, მან Topnews.com.ge-სთან ინტერვიუში ისაუბრა, რომ "ეს იქნება შემეცნებით-გასართობ-დასასვენებელი სივრცე და მას მულტიფუნქციური დატვირთვა ექნება ხელოვნების კუთხით. ჩატარდება მრავალფეროვანი ღონისძიებები". მან ყველას მოუწოდა, ესტუმრონ სახელოვნებო სივრცეს, რომლის კარი ყველასთვის ღიაა.

შეგახსენებთ, რომ ე.წ სტეკლოტარას გადასასვლელმა წლების შემდეგ, პირველადი ფუნქცია (მიწისქვეშა გადასასვლელის) დაიბრუნა. ამასთან, შეიძინა სახელოვნებო სივრცის დატვირთვაც. გადასასვლელში შემოქმედებითი საღამოები უკვე იმართება და მალე ჩაფიქრებული იდეები ქალაქის გამოცოცხლებასა და გაფერადებასთან დაკავშირებით, ამ სივრცის ფუნქციონირების სახით, განხორციელდება.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 398-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამის შესახებ სამოქაალქო აქტივისტი აკაკი საღინაძე წერს. მოხატვამდე მოხალისეებმა მიწისქვეშა გადასასვლელი დაასუფთავეს.

ამინდი