Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მინდვრის ფხალის იმერულად მომზადების ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

თარიღი : 23-06-2021, 18:30 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს გასტრონომიის ასოციაციისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტს - “მინდვრის ფხალის ტრადიცია ზემო იმერეთში” - არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

აღნიშნული პროექტი პაოლო იაშვილის სახელობის სოფელ არგვეთის საჯარო სკოლის მოსწავლეების ინიციატივით განხორციელდა. როგორც იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სთან სკოლის დირექტორი, სალომე აბრამიშვილი აცხადებს, ქართული სამზარეულოს მნიშვნელოვანი კომპონენტისთვის ეს აღიარება, მათთვის სასიხარულო აღმოჩნდა.

"იცით, რომ ინერგება ახალი სკოლის მოდელი, რომლის მიზანი სკოლებში ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელშეწყობაა. ამ პროექტის ფარგლებში, სკოლებს აქვთ შეთავაზებული პრიორიტეტული თემები პროექტების განსახორციელებლად. ჩვენმა სკოლამ აიღო კულტურული მემკვიდრეობის მიმართულება. გვქონდა ასეთი პროექტი - "მემკვიდრეობის სადარაჯოზე". სკოლაში შეიქმნა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კლუბი, რომელსაც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ნადია ჭიღლაძე ხელმძღვანელობდა. მიმართულებები იყო უძრავი ძეგლები, გასტრონომია, ფოლკლორი და ხელნაწერები.

რაც შეეხება გასტრონომიულ მიმართულებას, ბავშვებმა მოიძიეს ბებიებისგან, ბაბუებისგან სხვადასხვა რეცეპტები, რომლებიც დავიწყებას მიეცემა ხოლმე, თუ პოპულარიზაცია არ გაუკეთე. ერთ-ერთი იყო მინდვრის ფხალის იმერულად დამზადების ტრადიცია. ბავშვებმა ყველა საჭირო პროცედურა გაიარეს და გადაწყდა დადებითად, რომ მინდვრის ფხალის იმერულად დამზადების ტრადიციას მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
https://i.postimg.cc/KjMLj5hv/E629-CE5-E-CD51-4767-8-E5-C-F84-AA5-A8624-B.jpg
ჩვენ, გუშინ, სტუმრად გვყავდა სააგენტოს წარმომადგენელი, ქალბატონი მაკა თაქთაქიშვილი, მან გვითხრა, რომ ეს საკითხი ფაქტობრივად გადაწყვეტილია, უბრალოდ ტექნიკური ხასიათის საკითხებია მოსაგვარებელი და ელოდება ბრძანების გამოცემას. თუმცა, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმერულ მინდვრის ფხალს აქვს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ეს იყო დიდი სიხარული ბავშვებისთვისაც, მასწავლებლებისთვისაც და ზოგადად, სკოლისთვის. ვთვლი, რომ როგორც ქალბატონმა მაკამ აღნიშნა, საშვილიშვილო საქმე გაკეთდა,"-განაცხადა სალომე აბრამიშვილმა Topnews.com.ge-სთან.

პროექტის შემაჯამებელი პრეზენტაცია 22 ივნისს გაიმართა, რომელსაც გასტრონომიის ასოციაციის წევრები, ადგილობრივი თემის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 426-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამის შესახებ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელის პაატა
გადაწყვეტილება ამის შესახებ იუნესკოს არამატერიალური კულტურული კომიტეტის მეთერთმეტე სესიაზე მიიღეს.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისა და უნივერსიტეტების მოსწავლეთათვის
ძეგლების განმეორებითი აღწერის შემდეგ გამორიცხული არ არის რამდენიმე ათეულმა ობიექტმა ძეგლის სტატუსი დაკარგოს.
ქუთაისის მერია ქალაქის მასშტაბით არსებული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ინვენტარიზაციისათვის ტენდერს აცხადებს.

ამინდი