Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ხონელ სამართალდამცავებს ცემაში ადანაშაულებს, საავადმყოფოში რჩება

თარიღი : 23-06-2021, 10:43 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
ხონში, 27 წლის თორნიკე კაკაურიძის მიმართ, პოლიციელების სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო. ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში იმყოფება. ექიმების განცხადებით, მას ტვინის შერყევა, მრავლობითი მოტეხილობა და დაზიანებები აქვს.

კაკაურიძის ოჯახის წევრების თქმით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მხოლოდ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით დაიწყო.

27 წლის ბიჭის მხარდასაჭერად და მის ცემაში მონაწილე პირების დასჯის მოთხოვნით, ხონში, პოლიციის შენობის წინ, მოქალაქეებმა აქციაც გამართეს.

შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება სამართალდამცავებსა და ახალგაზრდას შორის კომენდანტის დარღვევის გამო დაიწყო. პოლიცია ამტკიცებს, რომ თორნიკე კაკაურიძე ნასვამი იყო, მათ არ დაემორჩილა და ფიზიკური შეურაცხოფა მიაყენა, რაც დაკავების მიზეზი გახდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 264-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში თაბუკაშვილის ქუჩაზე, საქართველოს ბანკში დაჭრილ ახალგაზრდას გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.
ჭიათურაში, პოლიციის უფროსისა და მისი მოადგილის გადადგომის მოთხოვნით ახალგაზრდების შიმშილობა მეთორმეტე დღეა მიმდინარეობს.

ამინდი