Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, მდინარე რიონის პირას სკვერის მოწყობა მიმდინარეობს

თარიღი : 22-06-2021, 17:37 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ნიკიტინის ქუჩაზე, მდინარე რიონის პირას, ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები აგვისტოს პირველ ნახევარში დასრულდება. ამის შესახებ ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, მირზა ხიდაშელმა განაცხადა. მისი თქმით, ძირითადი სამუშაოები თითქმის დასრულებულია.

"პროექტის დასრულებას მიმდინარე წლის აგვისტოს პირველ ნახევარში ვგეგმავთ. სკვერი, როგორც მოგეხსენებათ, მოიცავს ორ ნაწილს. ერთია, უშუალოდ რუსთაველის გამზირის მიმდებარე ნაწილი, სადაც ნახავთ, რომ აღნიშნული ტერიტორია კრანიტის ფილებით მოპირკეთდა, რაც შეეხება ნიკიტინის ქუჩაზე მდებარე ნაწილს, აქ უკვე შესრულებულია მონოლითური ბეტონის, ასევე თვითონ კონსტრუქციების მოწყობის სამუშაოები, მდინარე რიონზე გადასახედი აივნების მოწყობის სამუშაოები. უახლოესს მომავალში უკვე დავიწყებთ სამუშაოებს, რომელიც ვიზუალური თვალსაზრისით იმ ეფექტთან მიგვიყვანს, რაც პროექტით იყო დაგეგმილი,"-განაცხადა მირზა ხიდაშელმა.

ქუთაისში, ნიკიტინის ქუჩაზე სკვერის მოწყობისთვის, ბიუჯეტიდან 330 000 ლარზე მეტი გამოიყო.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 303-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ამინდი