Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რით ხსნის ‘ქართული ოცნება’ შეუსრულებელ დაპირებებს?

თარიღი : 22-06-2021, 12:57 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე "მთავარი არხის" ეთერში გადაცემა "გიორგი გაბუნიას ინტერვიუ ხელისუფლებასთან", ჟურნალიტის შეკითხვას, რატომ არ შესრულდა მმართველი გუნდის დაპირებები, თუნდაც ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის აშენებასთან დაკავშირებით, ასე პასუხობს:

"ეგეთი დაპირებების 100% რომ გვქონდეს შესრულებული, მაშინ ყოველი მეორე კი არ მოგცემდა ხმას ამ ქვეყნაში, მოგვცემდა ყველა და მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა" დარჩებოდა სუბიექტური. არც ერთი ხელისუფლება არ არსებობს მსოფლიოში, რომ ყველა დაპირება ჰქონდეს შესრულებული. მე არ ვამბობ, რომ ჩვენ ვართ იდეალურები, ვამბობთ იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია საქმის კეთება და კინკლაობის მიღმა ეს საქმე კეთდება,"-განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს "ქართულმა ოცნებამ" დაანონსა, რომ საქართველოში ელექტომობილების წარმოება დაიწყებოდა, წარმოების ადგილად კი დიდი ინდუსტრიული გამოცდილების მქონე ქალაქი, ქუთაისი შეირჩა. ცენტრალურ მოედანზე ელექტრომობილების ქარხნის პროექტის პრეზენტაციაც გაიმართა, თუმცა, პრეზენტაციიდან 2 წლის შემდეგ, სამშენებლო მოედანზე სამუშაოები არ მიმდინარეობს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 224-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხვალ, 20 ივნისს, ქუთაისის ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ელექტრომობილების ქარხნის პროექტის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართება.

ამინდი