Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხონში, პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა

თარიღი : 22-06-2021, 11:52 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხონში, პოლიციელებს მოქალაქის ცემაში ადანაშაულებენ. თორნიკე კაკაურიძის ახლობლების ინფორმაციით, 27 წლის ბიჭი სამართალდამცველებმა კომენდანტის საათის დარღვევისთვის სასტიკად სცემეს. მას მრავლობითი მოტეხილობა და დაზიანება აქვს და კლინიკაშია გადაყვანილი.

"23:00 საათის შემდეგ, დახვდნენ ხონის ტერიტორიაზე, ქალაქიდან ცოტა მოშორებით, ნასვამ მდგომაროებაში მყოფი პოლიციის უფროსის მოადგილე და მისი თანამშრომელი. გააჩერეს ჩემი შვილი, გადაუდგნენ წინ. ჩემს შვილთან ერთად მეზობლის ბიჭი იმყოფებოდა, მეგობარი. რატომ დაარღვიე კომენდანტის საათიო და მანქანაში დაარტყა პოლიციელმა პირდაპირ. ჩემმა შვილმა, თუ დავარღვიე დამაჯარიმე და გადავიხდი, რატო მირტყამო. პოლიციელმა რას ქვია შენ ამას მიბედავო, კარები გააღო, გადმოიყვანა ძირს, დააგდო და ცემა ბოლომდე. გაუტეხა ნეკნი, ცხვირი, ფეხი ორ ადგილას, უკეთდება გადაუდებელი ოპერაცია (ღია ჭრილობა აქვს ფეხზე, ისეთი დამტვრეული აქვს), აქვს ტვინის შერყევაც, არის ცუდათ. გთხოვთ დამეხმაროთ, რომ ამ პოლიციელებმა ის მიიღონ, რაც ეკუთვნით,"-ამბობს თორნიკე კაკაურიძის მამა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია შსს-მაც გაავრცელა. უწყების ცნობით, გამოძიება სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

"მიმდინარე წლის 21 ივნისს, ხონში, თ.კ. ალკოჰოლური თრობის პირობებში გადაადგილდებოდა და არღვევდა 23:00 სთ-ის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვის წესებს. პოლიციის მიერ შეჩერებულმა თ.კ.-მ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მათ, რის შემდეგაც ის დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით. დაკავების დროს დაზიანებები მიიღო როგორც ბრალდებულმა, ისე პოლიციის ერთმა თანამშრომელმა. დაშავებულები მოთავსებული არიან კლინიკაში,"-აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 271-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი